როგორც იცით, ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი მამარდაშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა და ვინისიუსთან ინციდენტის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა.
"მე და ეს ბიჭი ბავშვობიდან ერთად მოვდივარ, ერთად ვცხოვრობდით აკადემიაში, სადაც პირველ ნაბიჯებს ვდგამდით ფეხბურთში. ჩემზე კარგად ცოტამ თუ იცის, რას იზამს ის მეგობრისა და თანაგუნდელის დასაცავად და დასახმარებლად. გიორგი დიდი გულის ბიჭი, კარგი ადამიანი და ასეთივე მეკარეა. ის მხოლოდ თანაგუნდელს იცავდა. ფეხბურთში რასიზმის ადგილი არ არის. "ვინი", შენ გვერდით ვართ ყველა და ყველა ერთად უნდა
პოსტის კომენტარებში კი დეივმა უპასუხა - "მოკეტე!".
დევიდი ორობოსა ომერიჯი, იგივე დეივი, 24 წლის ბრიტანელი რეპერია, რომლის სიმღერებს Youtub-ზე 50 მილიონზე მეტი ნახვა აქვს. სოციალურ ქსელში მისი გვერდი 3 მილიონზე მეტ ადამიანს აქვს გამოწერილი.
მე ამათიც მესმის. რასიზმზე დიდი საშინელება და სიბნელე არ არსებობს. როცა საუკუნეების მანძილზე იჩაგრებოდი, ადამიანად არ მიიჩნეოდი და სიძულვილის ობიექტი იყავი მხოლოდ კანის ფერის გამო, მე არ მიკვირს ეს მეორე უკიდურესობაში გადავარდნა და ყველგან მჩაგვრელების მოჩვენება.
ამიტომ არის ცუდი ჩაგვრა და ადამიანების რაიმე ნიშნით გამორჩევა. ისტორიამ გვიჩვენა, როგორ იქცევა დაჩაგრული ადამიანი თავად მჩაგვრელად, როგორც კი ამის საშუალება მიეცემა.
ამდენი გაკვეთილი გვიდევს წინ და მაინც ვერ ვისწავლეთ.
შეუვარდნენ ახლა ამ რეპერს და მიაყენებენ ისევ რასისტულ შეურაცხყოფებს, მერე ეს ისევ დაწერს, რომ ყველა რასისტია და ასე შემდეგ.
არასოდეს სრულდება ჯაჭვი, რომელიც გარკვეული ჯგუფების ჩაგვრას ემყარება.
ოსიმენის ფანებმა რაც კვარას მიმართ იკადრეს, ისიც დაჩაგრული ადამიანების რეაქციაა. ისტორიული მეხსიერების...