"ვალენსიამ" მალიორკაში წააგო და გასავარდნ ზონასთან ახლოსაა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის 36-ე ტურში, წვიმიან ამინდში, „ვალენსია“ გასვლაზე „მალიორკასთან“ 0:1 დამარცხდა.

უფრო მოტივირებული სტუმრები პირველ ტაიმში უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა მომენტებს იშვიათად ქმნიდნენ. ერთადერთი შანსი 30-ე წუთზე მიეცათ, მაგრამ ლოპესმა რაიკოვიჩის კარის აღება ვერ მოახერხა. მასპინძლებმა კი 64-ე წუთზე მურიკის თავურით დაწინაურება შეძლეს და მამარდაშვილი, რომელსაც იქამდე სამუშაო თითქმის არ ჰქონდა, უძლური აღმოჩნდა. „ვალენსიამ“ შეტევებით უპასუხა, კლუივერტის დარტყმული ბურთი რაიკოვიჩმა მოიგერია და "რეალის" ძლევის შემდეგ ბარახას გუნდმა მარცხი განიცადა.

„ვალენსია“ 40 ქულით მე-13 ადგილზეა, გასავარდნ ზონას 2 ქულა აშორებს და პრიმერაზე
ორი შეხვედრა აქვს დარჩენილი: 28 მაისს „ესპანიოლს“ უმასპინძლებს, ხოლო 4 ივნისს „ბეტისს“ ესტუმრება.

პალმა-დე-მალიორკა. „სონ მოიში“. 14 631 მაყურებელი
მალიორკა - ვალენსია 1:0
გოლი: მურიკი (64)

მკითხველის კომენტარები / 6 /
კონკურენტებს ძირითადად ერთმანეთში აქვთ თამაშები დარჩენილი დასაკმაოდ ცოტა შანსია გავარდნის, მაგრამ ძალიან უსახური გუნდია წლევანდელი ვალენსია.
კოლა
07:02 26-05-2023
0
რამდენი გუნდი ვარდება ლა ლიგაში
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული