"გეტყვით, მათ შორის რა მოხდა" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა დე ლაურენტისისა და სპალეტის შესახებ ისაუბრა

AutoSharing Option
ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ჯანკარლო დოტომ "ნაპოლის" პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისისა და ამავე გუნდის მთავარ მწვრთნელ ლუჩანო სპალეტის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, მათი ხასიათიდან გამომდინარე, კონფლიქტი გარდაუვალი იყო.

"არ მინდა მიკერძოებული ვიყო, თუმცა არიან ადამიანები, რომლებიც ერთმანეთს ვერასდროს გაუგებენ. მათი კონფლიქტის შესახებ ჭორები გასულ სეზონშიც არსებობდა, მაშინ, როდესაც "ნაპოლის" საქმეები არც ისე კარგად მისდიოდა.

აქამდე მათი შუამავალი ჯუნტოლი იყო. თუმცა "პარტენოპეიში" მისი მომავალი დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა.

ვინ გაწვრთნის "ნაპოლის"? დე ლაურენტისს რაფა ბენიტესთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს. ასევე არ გამოვრიცხავ ანტონიო
კონტეს ვარიანტს. ვფიქრობ, ყველაზე რეალური სწორედ ეს ორი კანდიდატია", - განაცხადა დოტომ.

შეგახსენებთ, "ნაპოლიმ" სკუდეტო 33-წლიანი პაუზის შემდეგ მოიგო. "პარტენოპეი" სერია A-ს გამარჯვებული ისტორიაში მესამედ გახდა.

altკაბალური კონტრაქტით მახეში გაბმულ სპალეტის დე ლაურენტისი კომპენსაციის გარეშე გაუშვებს

altსპალეტი საკუთარ მომავალზე ფეხბურთელებს ესაუბრა - ცნობილია, რატომ მიირბინა და ჩაეხუტა "ინტერთან" გატანილი გოლის შემდეგ დი ლორენცო მწვრთნელს

alt"ნაპოლიმ" არჩევანი უკვე გააკეთა" - იტალიურმა პრესამ სპალეტის შემცვლელი და კვარაცხელიას ახალი შესაძლო მწვრთნელი დაასახელა

მკითხველის კომენტარები / 7 /
რა დეტალურად გვითხრა "რა მოხდა მათ შორის", ასე ამომწურავად, დეტალებში, რა ვიცი რა ვიცი :))))
დიმიტრი
15:38 07-06-2023
0
ნაპოლი 16 ქულიანი ჰანდიკაპით გახდა ჩემპიონი,ხვიჩა საუკეთესო ფეხბუეთელი,ოსიმენი თავდამსხმელი,კიმი მცველი.რა მაგარი "ჭკვიანი" უნდა იყო ასეთი გუნდის მწვრთვნელს ტაქტიკა დაუწუნო.
ვა რა დონეა
15:20 07-06-2023
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული