აბურჯანია ლობჟანიძის გუნდში გადავა

AutoSharing Option
პორტუგალიური "რეკორდის" ცნობით, საქართველოს ნაკრების 28 წლის ნახევარმცველი გიორგი აბურჯანია კარიერას თურქეთში გააგრძელებს.

აბურჯანია "ჟილ ვისენტესთან" 30 ივნისამდე მოქმედ კონტრაქტს არ გააგრძელებს, 28 მაისს სამედიცინო შემოწმებას გაივლის და "ჰათაისპორში" გადავა, რომელთანაც 2+1 სისტემის ხელშეკრულებას გააფორმებს.

გამოცემა იტყობინება, რომ გიორგის სხვა თურქული კლუბებისგან და მათ შორის, "ალანიასპორისგან" ჰქონდა შეთავაზება, მაგრამ "ჰათაისპორი" აირჩია.

"ჰათაისპორმა" თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ სუპერლიგაში ასპარეზობა შეაჩერა და ამ გუნდის წევრი საბა ლობჟანიძეა, რომელიც იჯარის წესით "კარაგიუმრუკში" თამაშობს.

მკითხველის კომენტარები / 9 /
ესპანეთის სეგუნდა,ჰოლანდია,პორტუგალია და ახლა თურქეთის არაფრით გამორჩეული გუნდი და ლიგა.აშკარა რეგრესის გზას ადგას აბუ.პორტუგალიიდან თურქეთში გადასვლა თუ დიდი ხუთეულის წევრი არაა გუნდი უკანგადადგმული ნაბიჯია.იმედია არაა სიმართლე.
Master
27 მაისი 2023 14:44
0
ალბათ მეტს უხდიან და გასაგებია, აბა სხვა შემთხვევაში პორტუგალიიდან თურქეთში რატომ უნდა წახვიდე...
ისე კი იმედია ნაკრებში აღარ გამოიძახებენ, შენელებული კადრია. ახალგაზრდულ ნაკრებში ნახავ ამაზე უკეთეს საყრდენს, რომ მოინდომო.
kobe
27 მაისი 2023 00:44
3
კაი ამბავია იმის გამო რომ არ გავარდა გუნდი უფრო ძლიერდება და აბურჯანია უმაღლეს ლიგაში ითამაშებს
კიოლნი
26 მაისი 2023 23:56
3
უმაღლესში იყო ისედაც თან პორტუგალიაში და პრაქტიკაც ქონდა, სპორტული თვალსაძრისით უკან გადადგმული ნაბიჯია, ალფათ ფინანსებმა გადაწონა.
რრრ
27 მაისი 2023 00:38
0
წარმატებები
@
26 მაისი 2023 23:18
1
Miwisdzvris gamo ar vardeba wels es gundi,magram dangreul qalaqshi ratom gadadis tan portugaliidan gamikvirda?
Givi
26 მაისი 2023 21:08
1
ცოტა ხანი მაინც იქნება სუპერ ლიგაში
სამართალი
26 მაისი 2023 21:00
3
კიმაგრამ ჰათაიასპორი ბოლო ადგილზეა და გავარდება თურქეთის სუპერლიგიდან.
რატომ აირჩია ეს გუნდი?
ბათუმელი ექსპერტი
26 მაისი 2023 20:34
13
მიწისძვრის გამო შეწყვიტა თამაში, მაგრამ არ გავარდნილა.
ახალი სეზონიდან ისე ითამაშებს.
მიწისძვრა
26 მაისი 2023 21:32
0

სიახლეები პოპულარული