აბურჯანია ლობჟანიძის გუნდში გადავა

AutoSharing Option
პორტუგალიური "რეკორდის" ცნობით, საქართველოს ნაკრების 28 წლის ნახევარმცველი გიორგი აბურჯანია კარიერას თურქეთში გააგრძელებს.

აბურჯანია "ჟილ ვისენტესთან" 30 ივნისამდე მოქმედ კონტრაქტს არ გააგრძელებს, 28 მაისს სამედიცინო შემოწმებას გაივლის და "ჰათაისპორში" გადავა, რომელთანაც 2+1 სისტემის ხელშეკრულებას გააფორმებს.

გამოცემა იტყობინება, რომ გიორგის სხვა თურქული კლუბებისგან და მათ შორის, "ალანიასპორისგან" ჰქონდა შეთავაზება, მაგრამ "ჰათაისპორი" აირჩია.

"ჰათაისპორმა" თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ სუპერლიგაში ასპარეზობა შეაჩერა და ამ გუნდის წევრი საბა ლობჟანიძეა, რომელიც იჯარის წესით "კარაგიუმრუკში" თამაშობს.

მკითხველის კომენტარები / 9 /
ალბათ მეტს უხდიან და გასაგებია, აბა სხვა შემთხვევაში პორტუგალიიდან თურქეთში რატომ უნდა წახვიდე...
ისე კი იმედია ნაკრებში აღარ გამოიძახებენ, შენელებული კადრია. ახალგაზრდულ ნაკრებში ნახავ ამაზე უკეთეს საყრდენს, რომ მოინდომო.
kobe
00:44 27-05-2023
3
Miwisdzvris gamo ar vardeba wels es gundi,magram dangreul qalaqshi ratom gadadis tan portugaliidan gamikvirda?
Givi
21:08 26-05-2023
1

სიახლეები პოპულარული