აბურჯანია ლობჟანიძის გუნდში გადავა

AutoSharing Option
პორტუგალიური "რეკორდის" ცნობით, საქართველოს ნაკრების 28 წლის ნახევარმცველი გიორგი აბურჯანია კარიერას თურქეთში გააგრძელებს.

აბურჯანია "ჟილ ვისენტესთან" 30 ივნისამდე მოქმედ კონტრაქტს არ გააგრძელებს, 28 მაისს სამედიცინო შემოწმებას გაივლის და "ჰათაისპორში" გადავა, რომელთანაც 2+1 სისტემის ხელშეკრულებას გააფორმებს.

გამოცემა იტყობინება, რომ გიორგის სხვა თურქული კლუბებისგან და მათ შორის, "ალანიასპორისგან" ჰქონდა შეთავაზება, მაგრამ "ჰათაისპორი" აირჩია.

"ჰათაისპორმა" თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ სუპერლიგაში ასპარეზობა შეაჩერა და ამ გუნდის წევრი საბა ლობჟანიძეა, რომელიც იჯარის წესით "კარაგიუმრუკში" თამაშობს.

მკითხველის კომენტარები / 9 /
ესპანეთის სეგუნდა,ჰოლანდია,პორტუგალია და ახლა თურქეთის არაფრით გამორჩეული გუნდი და ლიგა.აშკარა რეგრესის გზას ადგას აბუ.პორტუგალიიდან თურქეთში გადასვლა თუ დიდი ხუთეულის წევრი არაა გუნდი უკანგადადგმული ნაბიჯია.იმედია არაა სიმართლე.
Master
14:44 27-05-2023
0
ალბათ მეტს უხდიან და გასაგებია, აბა სხვა შემთხვევაში პორტუგალიიდან თურქეთში რატომ უნდა წახვიდე...
ისე კი იმედია ნაკრებში აღარ გამოიძახებენ, შენელებული კადრია. ახალგაზრდულ ნაკრებში ნახავ ამაზე უკეთეს საყრდენს, რომ მოინდომო.
kobe
00:44 27-05-2023
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული