Football FanCast: "ქართველი მკვლელისგან" გმირობას პრემიერლიგაშიც ელიან

AutoSharing Option
Football FanCast-მა "მეცის" 22 წლის თავდამსხმელ გიორგი მიქაუტაძის შესახებ წერილი გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ ქართველის 10 მილიონად შეძენას "მილანი" გეგმავს, მაგრამ პრემიერლიგაში დაბრუნებული "ბარნლი" დანებებას არ აპირებს და იტალიურ გრანდს ტრანსფერისთვის შეებრძოლება.

გამოცემა წერს, რომ ინგლისის უმაღლეს დივიზიონში ვენსან კომპანის გუნდს ადგილის შესანარჩუნებლად შემადგენლობის გაძლიერება სჭირდება, ერთ-ერთი სამიზნე მიქაუტაძეა, რომელიც "მეცში" სენსაციურ სეზონს ატარებს, ყოველ მატჩში მის ანგარიშზე საშუალოდ 0.96 გოლია, საფეხბურთო აგენტმა იაცეგ კულიგმა "ქართველი მკვლელი" უწოდა, ასაკის გათვალისწინებით კი შედეგიანობა შთამბეჭდავია.

ხაზგასმულია, რომ ეს პირველი შემთხვევა როდია, როდესაც
გიორგიმ სეზონში ორნიშნა ციფრიანი გოლებით გამოიჩინა თავი, უფრო ახალგაზრდულ ასაკში ბელგიაში 19-ჯერ გაიტანა, რაც იმის მანიშნებელია, რომ მიმდინარე კამპანია ერთჯერადი არ არის და თუ "ბარნლიში" გადავა და გმირობას იქაც გაიმეორებს, ძალიან დაეხმარება გუნდს პრემიერლიგაში ადგილის შენარჩუნებაში.

მკითხველის კომენტარები / 10 /
ძალიან სასიხარულოა მიქაუტაძის პროგრესი. აშკარაა რომ მოუმატა და პროგრესირებს. იმედია ერთ ერთგან მაინც გადავა, ჩემი აზრით ორივე ლიგა სჯობია ლიგა 1-ს და მეცში დარჩენას.
G.LA
15:26 27-05-2023
0
ლოჩოშვილზე რა ისმის?რომელიმე იტალიური გუნდი არ არის დაინტერესებული?მინდა რომ სერი-ა ში დარჩეს, მაგრად ვგულშემატკივრობ!!!!!
სოსო
00:53 27-05-2023
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული