დავითაშვილის "ბორდომ" წააგო, მიქაუტაძის "მეცმა" მოიგო და 2 ივნისს დრამატული ფინიში გველის

AutoSharing Option
საფრანგეთის ლიგა 2-ის ბოლოსწინა, 37-ე ტურში ზურიკო დავითაშვილის „ბორდო“ სტუმრად „ანსისთან“ 0:1 დამარცხდა, ხოლო გიორგი მიქაუტაძის „მეცმა“ „სოშოს“ 1:0 სძლია. დავითაშვილმა 88-ე წუთამდე ითამაშა, მიქაუტაძემ კი 90+2-მდე. ორივე ძალიან აქტიური იყო, მომენტებიც ჰქონდათ, თუმცა ამჯერად გატანა ვერ შეძლეს.

72 ქულით ლიდერი „ჰავრია“, რომელმაც დღეს კორსიკაზე „ბასტიასთან“ 89-ე წუთზე გატანილი გოლით ფრეს მიაღწია (1:1), 69-69 ქულა „მეცსა“ და „ბორდოს“ აქვთ, თუმცა მიქაუტაძის გუნდი დამატებითი მაჩვენებლებით მეორე პოზიციაზეა.

Sportall.Ge

2 ივნისს, ბოლო ტურში, „ბორდო“ „როდეზს“, „მეცი“ „ბასტიას“, „ჰავრი“ კი „დიჟონს“ უმასპინძლებს.

ანსი. „პარკ
დე სპორტსი“

ანსი - ბორდო 1:0
გოლი: პაიო (9)

მონბელიარი. „ოგიუსტ ბონალი“
სოშო - მეცი 0:1
გოლი: საბალი (49)
გაძევება: ალვერო (62, სოშო)

მკითხველის კომენტარები / 16 /
ბორდო გუსჰინდელი ტამსჰის მერე არაა გირსი გადასვლის
xishnika
28 მაისი 2023 00:23
0
მეც ყველასავით ბორდოს გადასვლა მინდოდა ლიგა 1 , თუმცა ეხლა ვფიქრობ , იქნება ჯობია , რომ ეს წელი ისევ ლიგა 2 ითამაშოს ბორდომ და ზურიკომ . გიო მესამე სეზონია ეტაპობრივად ადის კიბეზე ბელგიის მეორედან დაიწყო , გადაიყვანა უმაღლესში , მერე ადგილი შეუნარჩუნა და ახლა მეცს მიუძღვის ლიგა 1 სკენ . ერთი წელი რომ ლიგა ერთში ითამაშოს , ძალიან მაგრა მოუმატებს , დროის პრობლემა არ ექნება და მერე მართლა ნებისმიერი გრანდის სამიზნე შეიძლება გახდეს . რომ წავიდეს ან მილანში და ან პრემიერლიგაში და ისე არ წავიდეს ყველაფერი, როგორ ავანსსაც მასზე აკეთებენ, შეიძლება ძალიან აერიოს კარიერა . ზურიკოსთვისაც ჯობია მეტი ნდობა ექნება, ათამაშდება უფრო მაგრა და მზად იქნება ლიგა 1 სთვის. აღზევებული ბორდოც სკამზე უკვე ვეღარ დასვამს მერე. წელს რომ გადავიდეს, შეიძლება ისეთი ტრანსფერები დადოს, რომ სერიოზულად შეუმცირონ სათამაშო დრო. ორივე შემთხვევაში წარმატება ბიჭებს, მთავარია სათამაშო დრო გარანტირებულად ჰქონდეთ .
ATP 16
27 მაისი 2023 16:40
0
მესამე ადგილოსანი ფლეო ოფს უნდა თამაშობდეს
bejo
27 მაისი 2023 16:23
0
2 მაისს არა 2 თებერვალსაა ფინალი
bujanga
27 მაისი 2023 16:11
0
დავითაშვილი ყარაულის თოფივით წელიწადში ორჯერ თამაშობს
levani
27 მაისი 2023 12:01
23
ჩემი დიდი სურვილია მეცი ჩარჩეს, ჟორჟი გახდეს ბომბარდირი და ლიგა 2-ის საუკეთესო.მხოლოდ ამ შემთხვევაში მეცი გაყიდის მიქაუტაძეს ან მილანში ან ბარნლში.არ დავმალავ და მე პრემიერლიგაში მირჩევნია, ვფიქრობ აქ უფრო პროდუქტიული იქნება,უფრო დაიხვეწება, რაც მის მომავალ კარიერას და ჩვენს ნაკრებს უთუოდ წაადგება. ბორდო გადავიდეს და გიორგიც ტოპ 5 ლიგაში აღმოჩნდება და უკვე 4 ტოპ ლიგაში გვეყოლება ბიჭები, იმედია ვალენსიაც არ გავარდება. იქნებ ბუნდესლიგაშიც ვინმე მოხვდეს, არადა რამდენი გვყავდა ერთ დროს. ბუდუს ვუსურვებ აღიდგინოს თავისი ფორმა...
არ ვიცი რა,ჩვენი უძლიერესი დინამოს მერე ისეთი შანსი მსოფლიოს ან ევროპის მწვერვალების დაპყრობის,როგორც ახლანდელი თაობის ბიჭებს აქვთ და ვერ გამოვიყენოთ,ეს იქნება სამშობლოს ღალატის ტოლფასი. ყველას გისურვებთ,როგორც ფედერაციას,სპორტსმენებს,ისე ჩვენს გამარჯვებებს მოწყურებულ, უამრავ ტკივილგადატანილ ქომაგს,უფლის წყალობას და მრავალ სიხარულს ყველაფერში.
Mr.kostaia
27 მაისი 2023 11:57
3
ძალიან ცუდი რამ მოხდა, პრაქტიკულად ბორდო დარჩა დაბალ ლიგაში.ჟორჟი მაინც უმაღლეს ლიგაში ითამაშებს და ზურიკოს კი დახატავდა ლიგა 1 .
Გაბო
27 მაისი 2023 11:37
0
აქ შეიძლება ორივე ქართველი აღზევდეს. ჰავრის და ბორდოს ურთულესი თამაშები აქვთ, ორივეს მეტოქე გავარდნის კანდიდატია. მეცს ბურთები კარგად უზის პლუს 28, გოლებიც მეტი აქვს გატანილი. ჰავრმა უნდა წააგოს და ჩვენებმა მოიგოს. მორჩა და გათავდა. ბორდოს კი მძიმე მატჩი ელის. ვნახოთ
ლევან მაღლაკელიძე
27 მაისი 2023 09:46
1
როგორ მეგონა რო ბორდო გაუთანაბრებდა და ლე ავრი წააგებდა :-/
რა მაფიაა?
27 მაისი 2023 08:50
0
ბორდო სუსტ როდეს უეჭველად მოუგებს ბოლო ტურში და აი ჟორჟიკას გუნდს გაუჭირდება ბასტიას დამარცხება)ეჰ არადა ლე გავრს დღეს რომ წაეგო ბოლო ტურში იქნებოდა შანსი ზურიკოც და ჟორჟიკაც გადასულიყვნენ(((ან და რა უაზრობაა 2 გუნდი რომ გადადის და მესამე ადგილოსანს შანსიც რომ არ აქვს ფლეი ოფიდან მაინც
ბიქსენტ ლიზარაზუ
27 მაისი 2023 02:23
1
მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ "დიჟონი" გამარჯვების შემთხვევაში შეიძლება არ გავარდეს და ლიგა 2-ში ადგილი შეინარჩუნოს, ამიტომ თავგანწირვით შეებეძოლება "ლე ავრს", "ბასტია" კი "მეცთან" სრულიად უმოტივაციოა, ამოტომ თეორიულად ნუ გამოვრიცხავთ "დიჟონის" "ლე ავრთან" გამარჯვებასაც კი. ამ შემთხვევაში, თუ "ბორდოც" მოიგებს, მაშინ "ლე ავრი" მესამე ადგილზე ჩარჩება და დავითაშვილიც და მიქაუტაძეც ლიგა 1-ში აღზევდებიან. ასე რომ, ყველაფერია მოსალოდნელი.
ამი
27 მაისი 2023 13:19
0
იქ ბურთების შეფარდებაზეა დამოკიდებული თუდა მეცი სჯობს ლე ავრს ბორდო 2-ით ნაკლები თუ მოიგებს ორივე ბორდო კი 2 ბურთით სულ მცირე ხოლო ლე ავტო წააგებს 2-ივე აღზევდება
დავითი
27 მაისი 2023 02:58
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული