რატომ ჩაიშალა "ნაპოლის" სამხრეთკორეული მატჩები? - აზიური ბაზრის "დაპყრობა" გადაიდო...

AutoSharing Option
იტალიის ჩემპიონატი მალე დასრულდება. ბუნებრივია, მისი გამარჯვებული "ნაპოლი" საზაფხულო როგორც ტრანსფერებზე, ასევე მოსამზადებელ ეტაპზე უკვე ფიქრობს. ცნობილი იყო, რომ ნეაპოლური კლუბი, რომელსაც დიდი ალბათობით, ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება, სეზონის დახურვას სამხრეთ კორეაში აპირებდა, თუმცა ეს მატჩები გაუქმებულია.

როგორც იქაური yna წერს, სამხრეთ კორეის ასოციაციამ (KFA) განაცხადა, რომ "ნაპოლისა" და ესპანური "მალიორკას" მონაწილეობით ზაფხულის საგამოფენო შეხვედრები იმ მოტივით გაუქმდა, რომ მისი ჩამტარებელი ორგანიზაციები (პრომოუტერები) ფინანსურ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებდენ.

მატჩების ჩატარების ერთ-ერთი მთავარი მოტივი ხსენებულ კლუბებში მოთამაშე კორეელი ლეგიონერები იყვნენ, რასაც ინტერესი
უნდა გაეზარდა. მოგეხსენებათ, ხვიჩა კვარაცხელიას თანაგუნდელი კიმ მინ ჯეა, რომელსაც მალე სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლა უწევს, მალიორკელთა რიგებში კი 22 წლის ნახევარმცველი ლი თამაშობს, რომელიც მანამდე "ვალენსიაში" გვახსოვს.

Sportall.Ge

სეულში, სადაც ერთ დროს მსოფლიო ჩემპიონატი იმართებოდა, "ნაპოლისა" და "მალიორკას" შეხვედრები 8 და 10 ივნისს იყო ჩანიშნული. რომელიმე ვარსკვლავის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, ჩამტარებელ ორგანიზაციებს ფინანსური კომპენსაციის გადახდა მოუწევდათ, საბოლოოდ კი, შეხვედრები ჩაიშალა. ბუნებრივია, რომ სანაკრებო მატჩების გამო, მონაწილეობას კვარაცხელია, ოსიმენი და სხვები ვერ შეძლებდნენ.

კლუბის პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა გუნდში იაპონელი ახალწვეული დაანონსა. მას გულშემატკივრების რაოდენობის გაზრდა აზიურ ბაზარზეც სურს, რაც ახლა არ გამოვიდა, სამხრეთ კორეაში კი  ზაფხულში "მანჩესტერ სიტის", "ატლეტიკოს', "რომას", "სელტიკსა" და "ვულვზს" ელიან.

შეგახსენებთ, სერია "ა"-ს უკანასკნელი ტური 4 ივნისს ჩატარდება, ამის შემდეგ კი ფეხბურთელებს სანაკრებო დაპირისპირებების ჩატარება ელით. 

altსპალეტიმ ჭორებს ორიგინალურად უპასუხა - ტოსკანელი ახალი იმიჯით [PHOTO]

altაურელიო ხვიჩას "მარტო დატოვებას" არ აპირებს - "ნაპოლი" ინგლისიდან სერიოზულ გაძლიერებას გეგმავს...

მკითხველის კომენტარები / 2 /
glovobs mteli korea
dgds
04:28 28-05-2023
2
ჩვენთან კი რუსებზე აქირავებენ ყველაფერს რისი გაქირავებაც შეიძლება,იიიი
ასეთია ერიიიი
MARGALONA
17:37 27-05-2023
22

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული