AreaNapoli-მ "მეცის" თავდამსხმელ გიორგი მიქაუტაძეზე წერილი გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ საფრანგეთში "ახალი კვარაცხელია" "აფეთქდა" და "ნაპოლის" მის გადაბირებაზე დაფიქრება მართებს.
გამოცემა წერს, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ საფეხბურთო ევროპა გააოცა, საფრანგეთში გიორგი მიქაუტაძე შთამბეჭდავი შედეგიანობით ანათებს და რამდენიმე ცნობილი ევროპული და მათ შორის იტალიური კლუბია მისი სამსახურით დაინტერესებული:
"ლიონში დაბადებული მიქაუტაძე 22 წლის ცენტრალური თავდამსხმელია, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელია და ყველა მონაცემი აქვს საიმისოდ, რათა თანამემამულის კლასის ფორვარდი გახდეს.
ამ ბიჭმა ლამის გადარია თავისი ქვეყნის საინფორმაციო საშუალებები, რომლებიც უკვე "ახალ კვარაცხელიას" უწოდებენ. საფრანგეთში
გავრცელებული სატრანსფერო სიახლეების თანახმად, გიორგის თამაში ძალიან მოსწონთ სხვადასხვა იტალიურ კლუბებს. ვინ იცის, დაფიქრდება მასზე "ნაპოლიც".
ამ ბიჭმა ლამის გადარია თავისი ქვეყნის საინფორმაციო საშუალებები, რომლებიც უკვე "ახალ კვარაცხელიას" უწოდებენ. საფრანგეთში
შეგახსენებთ, ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიქაუტაძის შეძენის სურვილი "მილანს" და "ბარნლის" აქვთ.
თუგინდ შეცვლაზე მოუწიოს თამაში, მაინც უკეთესია მისი კარიერისთვის
თანაც მეცში შეცვლაზე შესულიც ახერხებდა თავის გამოჩენას - ალღოიანია