დღეს, სერია A-ს ბოლოსწინა, 37-ე ტურში "ნაპოლი" გასვლაზე "ბოლონიას" დაუპირისპირდება. CalcioNapoli24 იტყობინება, რომ ნეაპოლური გუნდის მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი "ინტერთან" წინა მატჩისგან განსხვავებით, სასტარტო შემადგებლობაში ერთ ცვლილებას განახორციელებს - ელმასის ნაცვლად რასპადორის დააყენებს:
მერეტი, დი ლორენცო, რაჰმანი, კიმ მინ ჯე, ოლივეირა, ანგისა, ლობოტკა, ზილენსკი, რასპადორი, კვარაცხელია, ოსიმენი
მატჩი თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.