რა შეფასება მიიღო ხვიჩა კვარაცხელიამ "ბოლონიასთან" მატჩში

AutoSharing Option
იტალიის სერია A-ს 37-ე ტურში "ნაპოლიმ" "ბოლონიასთან" ითამაშა, მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა.

პოპულარულმა სპორტულმა პლატფორმა Sofascore-მა ხვიჩა კვარაცხელიას თამაში 6.8 ქულით შეაფასა.

მატჩის საუკეთესო შეფასება ნიკოლას დომინგესმა დაიმსახურა, რომელსაც 8.1 შეფასება მიიღო.

მკითხველის კომენტარები / 21 /
ვიცი, რომ დისლაიკებით ამავსებთ, მაგრამ სიმართლე ისაა, რომ ახლა კვარას აჩრდილია ნეაპოლში. ორი თვეა, გოლი და ასისტი კი არა, მეტოქე რომ ვერ მოუტყუებია. კვარას წინააღმდეგ თამაში ყველამ ისწავლაო, რომ წერენ, სხვა ვარსკვლავებს გადახედეთ, მათი თამაშის სტილი ვერ ამოიცნო ვერავინ ?! მაგრამ ქართული სენია- კარგი ხელფასი, საუკეთესო მანქანა, ბრენდული ტანსაცმელი და მორჩა, იყინება ქართველი ფეხბურთელი.მახსოვს, მისი კლასის დამრიგებელი წერდა, კვარას შეყვარებული "სვეტსკი" გოგოაო და უკვე დაეტყო კვარასაც."მორცხვი" ბიჭი სცენაზეც ავარდება და კიდევ ბევრ გააკეთებს პიარისთვის. რეგრესი სახეზეა. კვარაზე წიგნების წერას ჯობია, ქინქლაძის ავტობიოგრაფია წააკითხოთ, დააზეპირებინოთ ! ვინც მიპასუხებთ, გეტყვით, რომ თქვენზე არანაკლებ ვგულშემატკივრობ კვარას და ნებისმიერ ქართველს, რომელიც საზღვრებს გარეთ საქართველოს სახელს გაიტანს !!!
მწყინს, მართლა მწყინს
28 მაისი 2023 21:28
23
დისლაიქებით აგავსებენ აბა რა იქნება, სექტაა ჩვეულებრივი, თან ძალიან დარწმუნებული არიან რო ფეხბურთი ესმით.
ზურა
28 მაისი 2023 22:22
9
ასეთ თამაშს სჯობდა ოფიციალურად თუ "ნახევრად" ოფიციალურად დაესვენა ეს პერიოდი და ახალგაზრდულში ჩამოსულიყო...
გიო
28 მაისი 2023 19:09
17
"ყოველდღე უმატებს". ვიცი ამ კომენტარის გამო მოწონებას ვერ დავიმსახურე, მაგრამ თქვენთვის დაიტოვეთ სათითაოდ. გუშინ თუ არ ვცდები რაღაც შოუში ავიდა სცენაზე ეს ჩვენმა ძალიან "მორცხვი და თავმდაბალი" ბიჭი, სელფებსაც ხშირად იღებს და აქტიურადაა ჩართული რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში... (ჯერჯერობით პოლიტიკურ პოსტებს არ წერს) არადა ჯერ მხოლოდ ერთი სეზონი ჩაატარა - მხოლოდ ერთი სეზონი. ქინქლაძესთან რა მოსატანია კვარაცხელია, (ქინქლაძე გაცილებით დიდი ტალანტი იყო, მართლა მსოფლიო დონის) მაგრამ ქინქლაძეც კი დაიკარგა როგორც ფეხბურთელი - მიზეზი ქართული სენი - ფული, კომფორტი, სახელი
იკა
28 მაისი 2023 19:24
42
განაჩენი საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება?შანსი მაინც დაუტოვე,შე კაცო!-იქნებ გამოსწორდეს!
სოსო
28 მაისი 2023 19:52
2
მინდა ვცდებოდე მაგრამ ეს ბოლო თამაშები ხვიჩას რუბინში ბოლოდროინდელ ჩატარებულ თამაშებს მახსენებს
ისიდორე
28 მაისი 2023 20:02
4
ხვიჩა, ასე არ გამოვა!
რეზო
28 მაისი 2023 20:21
15
გუნდი უმოვოტაციო კვარაც გადაგლილი...კარგით რა ალხნო...სერია ა მოიგეს...მორჩა ამათვის სეზონი...დაისვენებს ამ ზაფხულს და ისევ ის კვარა დაგიბრუნდებათ...

nono
29 მაისი 2023 00:38
2
და სხვა მიზეზები რომ მოვძებნოთ არა?..ლიგაზე მილანთან ორივე თამაშზე ცუდი იყო?..მეტი ჩემპიონები ისედაც იყვნენ და მოტივაციის ნაკლებობაც ჰქონდა!..და ბოლოსდაბოლოს ასედაც რომ იყოს ნუ დასჩხავით ყვავებივით რეგრესი, რეგრესიო!..
მალხაზი
28 მაისი 2023 23:29
3
უკვე მერამდენედ ვრწმუნდებით,რომ კიმის გარეშე,ნაპოლის დაცვა,კატასტროფაა!დღეს კი,დი ლორენცოც არ ათამაშეს და დაცვასთან ერთად,მარჯვენა ფლანგიდან შეტევაც დაიკარგა.ძერბინი,ახალგაზრდა და ძალიან პერსპექტიული ფეხბურთელი,თურმე უკვე 24 წლისა ყოფილა და მაგისი კარგი თამაში ვერ ვნახეთ.არც ხვიჩა იყო დიდად აქტიური,სულ ორი მომენტი შექმნა და მისი შეფასება,ალბათ ობიექტურია.ოსიმენი იყო,ძალიან მოწადინებული და ორი გოლიც გაიტანა.ამით მანაც მიაღწია მეორე ბონუსის მისაღებ შედეგიანობას!ეპიზოდებში ნაპოლი კარგ პრესინგს თამაშობდა,მაგრამ ძალები აღარ ეყო და შემცვლელებმა,საერთოდ ვერაფერი შექმნეს.არა მგონია კიმის და ოსიმენის კალიბრის შემცვლელები მოიყვანონ,ვნახოთ რა იქნება,მაგრამ დანარჩენი ფეხბურთელებით,ნაპოლი,სავარაუდოდ, ათეულში შესასვლელად თუ იბრძოლებს
სოსო
28 მაისი 2023 20:07
3
მე რო ვწერდი ჯერ კიდევ ორი თვის წინ რო ვეღარ თამაშობს ისე როგორც თამაშობდა, დრიბლინგებს მოუკლო, ის ჟილკა აღარ აქვს და პასიურიათქო გამოვარდა სექტანტი კამანდა შენ ფეხბურთის რა გაგეგებაო, დატკბით ახლა.თუ სხვაობას ვერ ამჩნევთ როგორი იყო ლივერპულთან და ეხლა რას თამაშობს, მაშ მაგრად გცოდნიათ ფეხბურთი.
ზურა
28 მაისი 2023 22:19
4
ძმა კაცმა ჩაატარა უმძიმესი სეზონი, კვირაში 2 ჯერ უწევდა თამაში ხანდახან, არ აქვს უფლება გადაღლილი იყოს? ან არ აქვს უფლება არ მოიკლას თავი არაფრის მომცემ შეხვედრაში??
Gambler
29 მაისი 2023 02:40
1
თქვენც რომ არ აითქვიფოდ ნახირში, თქვენი შეფასებებით, ვერა? იქნებ საჭიროა ესეთი თამაში ამ ეტაპზე? ცოტა მეტი ფიქრი შეგიძლიათ? თუ არა, თქვენც ითქვიფებით.
წარმატებები კვარაცხელიას!
გიორგი
29 მაისი 2023 01:32
4
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული