ოსიმენის დუბლი - "ნაპოლი" "ბოლონიასთან" წაგებას გადაურჩა

AutoSharing Option
სერია A-ს ბოლოსწინა, 37-ე ტურში „ბოლონიასა“ და „ნაპოლის“ მატჩი 2:2 დასრულდა.

ხვიჩა კვარაცხელიამ 66-ე წუთამდე ითამაშა და საგოლე მოქმედებით თავი ამჯერადაც ვერ გამოიჩინა.

ამ შეხვედრას სატურნირო თვალსაზრისით არავითარი მნიშვნელობა არ ჰქონდა, მაღალ ტემპში არ მიმდინარეობდა, მომენტებს ორივე გუნდი ქმნიდა. სტუმრები ოსიმენმა მეკარე სკორუპსკის უხეში შეცდომის შედეგად დააწინაურა. შესვენების შემდეგ ნიგერიელმა დუბლი შეასრულა. მან მიმდინარე ჩემპიონატზე 25-ე გოლი გაიტანა. მერე კვარაცხელიას დარტყმული ბურთი ოდნავ ასცდა მიზანს. აქედან მოყოლებული მასპინძლები გააქტიურდნენ: 63-ე წუთზე ფერგიუსონმა ანგარიში შეამცირა, ხოლო 84-ეზე დე სილვესტრიმ გაათანაბრა. ბოლოს
სანსონეს გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა და შეხვედრაც დასრულდა.

4 ივნისს, ბოლო ტურში „ნაპოლი“ „სამპდორიას“ უმასპინძლებს.

ბოლონია. „რენატო დალ’არა“
ბოლონია - ნაპოლი 2:2
გოლები: 0:1 ოსიმენი (14), 0:2 ოსიმენი (54), 1:2 ფერგიუსონი (63), 2:2 დე სილვესტრი (84)

მკითხველის კომენტარები / 29 /
არა რაა, ის ჟინი აღარ აქვს ხვიჩას რითაც აქამდე თამაშობდა. ალბათ გადაიღალა კიდეც. ევროპული დატვირთვები მაინც სხვაა და პირველივე წელს ბოლომდე ვერ შეინარჩუნა მუხტი. მისმა ბოლო ორი თვის თამაშმა ძალიან შეამცირა მისი იტალიის საუკეთესო მოთამაშედ გახდომის შანსი. არა უშავს მომავალი წელიც მისია. მეტი ამბიციით, მეტი გამოცდილებით და მეტი შრომით უფრო მოუმატებს მომავალ წელს.
ხვიჩა
28 მაისი 2023 19:35
8
ორი სეზონი შეუსვენებლად თამაშობს და კიდევ კარგად გაუძლო!
სოსო
28 მაისი 2023 20:11
2
ტიპები როგორ უცდიდნენ კვარას რამდენიმე თამაში გოლი ვერ გაეტანა და არიქა კრიზისი დაეწყო, გოლს ვერ იტანსო და ატეხეს ფაფხური.
მეორე მხარე, კვარას ვითომ თავგადაკლული ფანები ამათ ჯინაზე ნერვებზე იშლებიან, რადგან ტაბლოზე გოლი ან ასისტი უნდათ იმათ გასაჩუმებლად.
მე მეორეს მივეკუთვნები ნაწილობრივ,მარა განსხვავება ისაა, რომ ტაბლოზე დაწერილი შედეგი არაა მთავარი ფეხბურთელისთვის და ყველა ფეხბურთის მცოდნე ადამიანი ამას მიხვდება.
რა სისულელე მიზეზებს წერენ ახლა ეს დივნის და კლავიატურის ექსპერტები.
შეყვარებული, სიზარმაცე, კონცერტებზე სიარული და ათასი მიზეზი გამოუგონეს, რაც სრული აბსურდია.
აი ყველაზე მეტად ჩასაფრებულებს ვერ ვიტან. ბედნირები რომ ღლიცინებენ გოლი ვერ გაიტანო.
ბიჭმა სკუდეტო მოიგო, ჯერ კიდე მარტში დაასრულა ოცნებები სერია ა ს გრანდებისთვის.
სეზონში სამჯერ გახდა საუკეთესო ფეხბურთელი.
ასისტებში ლიდერია, გოლებიც ცოტა ნამდვილად არ გაუტანია .რა გინდათ მეტი ამ სეზონში?
ოდესმე ნაკრებს დაჭირდა და სული და გული არ დადო?
ოდესმე ნებისმიერ თამაშზე გამოვიდა და ან არასპორტულად მოიქცა, ან ზედაპირულად მიუდგა?
საქართველოს ჩემპიონატში ავსებდა სტადიონებს და აქ თამაშობდა სულით და გულით, აქ ამ ყანა მინდვერბზე , მაშინ როცა ერთ ნაბიჯში იყო ნაპოლიში გადასასვლელად და ნებისმიერი აქაური თამაში ტრავმის რისკი იყო.
ოდესმე შეეშინდა მოწინააღმდეგის? არ დააფასა ან გუნდელი ან მოწინააღმდეგე?
ერთი მიზეზი არ არსებობს, რისთვისაც კვარაცხელია ქართველებისგან კრიტიკას და ბრბოს მიქსევას იმსახურებს.
იტალიურ გვერდებზე მსგავს არაფერს წერენ და ამათმა არ გამართეს დრამები და მოთქმა-გოდება?
ნუ ნაწილმა სიხარულის ყიჟინა რათქმაუნდა.
რომელი გყავთ მისი მსგავსი სხვა?
მოკლედ ამ ვაი გულშეატკივარს არაფერი ეშველება.
ამ საქმიდან არაფერი გამოვა.
მე
წავედი
:D
Skeleton
28 მაისი 2023 19:30
20
საუკეთესო ფეხბურთელი ჩემპიონი გუნდიდან უნდა აირჩეს, რატომ უნდა გახდეს მარტინესი? თუ ჩემპიონთა ლიგას მოიგებს ინტერი, იმ შემთხვევაში შეიძლება ჩემპიონთა ლიგაზე მისცენ საუკეთესოს პრიზი, არ მგონია მაგრამ მაინც.
ბოლო თამაშები რომ ჩაატარა კარგად მარტო ეგ ეთვლბა? სადღაც სეზონის რომელიმე ეპიზოდში ყველას ექნებოდა ჩავარდნა და უგოლო თამაშები,კვარას ახლა მოუწია. ხაზს ვუვამთ ყველაფერს, რაც აქამდე გააკეთა და ბოლო თამაშებზე ვინც გაიფაფხურა იმას ვხდით საუკეთესოს? არ გეთანხმებით მოკლედ!
საუკეთესო უნდა გამოვლინდეს ნაპოლიდან. საერთოდ არ მეწყინება თუ ოსიმენი გახდება. აფრიკელებივით ხომ არუნდა ვიაზროვნოთ ჩვენც? კვარა სამჯერ გახდა საუკეთესო ამ სეზონში და ყველაზრე დიდი წვლილი შეიტანა სკუდეტოს მოგებაში. ამიტომ ვთვლი, რომ კვარა უნდა გახდეს, თუ გოლების რაოდენობის მიხედვით გამოარჩევენ გახდეს ოსიმენი, არ მაქვს პრობლემა. კვარას შესაძლებლობები და ფენომენალური თამაში მაგით არ კნინდება.
Skeleton
29 მაისი 2023 10:28
0
სერია ა-ს საუკეთესო ფეხბურთელობა ლაუტარო მარტინესს ეკუთვნის. ეს მან ბოლო მატჩებში დაამტკიცა. მეორე ოსიმენი მესამე ხვიჩა. არ გამომიხტეთ ეხლა ტოტალიზატორშიკები. თუ ხვიჩას დაასახელებენ საუკეთესოდ მე თქვენზე უფრო გამიხარდება. კიდევ მინდა დავამატო. კომენტარები ზოგჯერ ისე სჩანს რომ თითქოს ვინმეს არ უხარია ხვიჩას წარმატება და ეს სიცრუეა. უბრალოდ ფურცელზე ისე არ სჩანს, ყველას ვერ გადმოაქვს ფურცელზე ის რისი თქმაც უნდა, ამიტომ პირისპირ რომ გაესაუბრო ასეთ ხალხს შეიძლება აზრი შეგეცვალოს მათ მიმართ უკეთესობისკენ, აზარტულ მოთამაშეებს( ხორცმეტებს) და შურიანებს არ ვგულუსხმობ. ცოტანი მაგრამ მაინც არიან.
დავით 67
29 მაისი 2023 04:37
2
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული