"ქართული პოლიფონია" - მიქაუტაძე ლიგა 2-ში საუკეთესოდ აღიარეს

AutoSharing Option
საფრანგეთის პროფესიონალ ფეხბურთელთა კავშირმა სეზონი შეაჯამა და ლიგა 1-ში საუკეთესოდ კილიან მბაპე (პსჟ), ხოლო ლიგა 2-ში გიორგი მიქაუტაძე (მეცი) აღიარა.

"ლიგა 2-ში საუკეთესო ფეხბურთელი ბომბარდირი გიორგი მიქაუტაძე გახდა, რომელმაც ამ სეზონში დიდ პროგრესს მიაღწია. თავის ისედაც სრულ პალიტრას - ტექნიკურ ელეგანტურობას, ბურთის ფლობას, ფეთქებად ძალას, ქირურგიულ ეფექტურობას, მრავალფეროვნებას, რომელიც ქართული პოლიფონიური სიმღერის მსგავსია, საკუთარ არსენალს ბეჯითი შრომით დამატებითი სიმები შესძინა, რათა სიღრმისეულ თამაშში უფრო წარმატებული გახდეს", - წერს საფრანგეთის პროფესიონალ ფეხბურთელთა კავშირის საიტი.

მიქაუტაძემ მიმდინარე სეზონში 36 მატჩში 23 გოლი
გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა, მისი გუნდი კი მეორე ადგილზეა და საფრანგეთის ელიტურ დივიზიონში დაბრუნებასთან ახლოსაა.

მკითხველის კომენტარები / 14 /
ქართველი რომ არ იყოს ვინატრებდი მეორე ადგილზე მყოფს გადაესწრო 1 ტურით ადრე ბომბარდირის გახდომა რა წესია თეორიული შანსი როცა მაინც გაქ ეგრე ნაპოლიც ჩემპიონი იყო ნახევარი სეზონის მერე მარა თეორიული შანსიც უნდა ამოგეწუროს
ნოდო
29 მაისი 2023 08:03
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული