საფრანგეთის პროფესიონალ ფეხბურთელთა კავშირმა სეზონი შეაჯამა და ლიგა 1-ში საუკეთესოდ კილიან მბაპე (პსჟ), ხოლო ლიგა 2-ში გიორგი მიქაუტაძე (მეცი) აღიარა.
"ლიგა 2-ში საუკეთესო ფეხბურთელი ბომბარდირი გიორგი მიქაუტაძე გახდა, რომელმაც ამ სეზონში დიდ პროგრესს მიაღწია. თავის ისედაც სრულ პალიტრას - ტექნიკურ ელეგანტურობას, ბურთის ფლობას, ფეთქებად ძალას, ქირურგიულ ეფექტურობას, მრავალფეროვნებას, რომელიც ქართული პოლიფონიური სიმღერის მსგავსია, საკუთარ არსენალს ბეჯითი შრომით დამატებითი სიმები შესძინა, რათა სიღრმისეულ თამაშში უფრო წარმატებული გახდეს", - წერს საფრანგეთის პროფესიონალ ფეხბურთელთა კავშირის საიტი.
მიქაუტაძემ მიმდინარე სეზონში 36 მატჩში 23 გოლი
გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა, მისი გუნდი კი მეორე ადგილზეა და საფრანგეთის ელიტურ დივიზიონში დაბრუნებასთან ახლოსაა.