"ქართული პოლიფონია" - მიქაუტაძე ლიგა 2-ში საუკეთესოდ აღიარეს

AutoSharing Option
საფრანგეთის პროფესიონალ ფეხბურთელთა კავშირმა სეზონი შეაჯამა და ლიგა 1-ში საუკეთესოდ კილიან მბაპე (პსჟ), ხოლო ლიგა 2-ში გიორგი მიქაუტაძე (მეცი) აღიარა.

"ლიგა 2-ში საუკეთესო ფეხბურთელი ბომბარდირი გიორგი მიქაუტაძე გახდა, რომელმაც ამ სეზონში დიდ პროგრესს მიაღწია. თავის ისედაც სრულ პალიტრას - ტექნიკურ ელეგანტურობას, ბურთის ფლობას, ფეთქებად ძალას, ქირურგიულ ეფექტურობას, მრავალფეროვნებას, რომელიც ქართული პოლიფონიური სიმღერის მსგავსია, საკუთარ არსენალს ბეჯითი შრომით დამატებითი სიმები შესძინა, რათა სიღრმისეულ თამაშში უფრო წარმატებული გახდეს", - წერს საფრანგეთის პროფესიონალ ფეხბურთელთა კავშირის საიტი.

მიქაუტაძემ მიმდინარე სეზონში 36 მატჩში 23 გოლი
გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა, მისი გუნდი კი მეორე ადგილზეა და საფრანგეთის ელიტურ დივიზიონში დაბრუნებასთან ახლოსაა.

მკითხველის კომენტარები / 14 /
ერთადერთი ქართველი ფეხბურთელი რომელსაც ქება არ აწყენს!!!!!ესეც იმიტომ რომ საქართველოში არ არის გაზრდილი და ქართული "თავში ავარდნა"მისთვის უცხოა!!!!!
ირაკლი
29 მაისი 2023 03:10
6
ნამდვილად,დაცლილია ქართული სიტრიპაჩეებისგან, ყველაზე მეტად ამ ბიჭის მეიმედება!!!!!
ირაკლი-ის
29 მაისი 2023 11:33
1
არაუშავს გადავა მილანში და გაიღვიძებს სისხლი
ლაშა
29 მაისი 2023 07:43
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული