"ქართული პოლიფონია" - მიქაუტაძე ლიგა 2-ში საუკეთესოდ აღიარეს

AutoSharing Option
საფრანგეთის პროფესიონალ ფეხბურთელთა კავშირმა სეზონი შეაჯამა და ლიგა 1-ში საუკეთესოდ კილიან მბაპე (პსჟ), ხოლო ლიგა 2-ში გიორგი მიქაუტაძე (მეცი) აღიარა.

"ლიგა 2-ში საუკეთესო ფეხბურთელი ბომბარდირი გიორგი მიქაუტაძე გახდა, რომელმაც ამ სეზონში დიდ პროგრესს მიაღწია. თავის ისედაც სრულ პალიტრას - ტექნიკურ ელეგანტურობას, ბურთის ფლობას, ფეთქებად ძალას, ქირურგიულ ეფექტურობას, მრავალფეროვნებას, რომელიც ქართული პოლიფონიური სიმღერის მსგავსია, საკუთარ არსენალს ბეჯითი შრომით დამატებითი სიმები შესძინა, რათა სიღრმისეულ თამაშში უფრო წარმატებული გახდეს", - წერს საფრანგეთის პროფესიონალ ფეხბურთელთა კავშირის საიტი.

მიქაუტაძემ მიმდინარე სეზონში 36 მატჩში 23 გოლი
გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა, მისი გუნდი კი მეორე ადგილზეა და საფრანგეთის ელიტურ დივიზიონში დაბრუნებასთან ახლოსაა.

მკითხველის კომენტარები / 14 /
ერთადერთი ქართველი ფეხბურთელი რომელსაც ქება არ აწყენს!!!!!ესეც იმიტომ რომ საქართველოში არ არის გაზრდილი და ქართული "თავში ავარდნა"მისთვის უცხოა!!!!!
ირაკლი
03:10 29-05-2023
6
კარგია დროზე რომ მისცეს ქართული პასპორტი და ნაკრებში ათამაშეს, თორემ გიოს საფრანგეტის ნაკრებში თამაშის პერსპეკტივა გაუჩნდებოდა
aleksandre
14:37 29-05-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული