"წინსვლა განაგრძე, ძმაო!" - კვარაცხელიამ მუდრიკს მხარდაჭერა გამოუცხადა

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიამ "ჩელსის" შემტევ მიხაილო მუდრიკს მხარდაჭერა გამოუცხადა.

როგორც იცით, უკრაინელი ლონდონურ გრანდში ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გადაბარგდა. როგორც მას, ასევე მთლიანად "არისტოკრატებს", ძალიან მძიმე სეზონი გამოუვიდათ, რის მერეც მუდრიკმა Instagram-ზე დაწერა:

"ძვირფასო ღმერთო, თუ დღეს დავკარგე იმედი, უბრალოდ შემახსენე, რომ შენი გეგმები ჩემს ოცნებებზე უკეთესია. მადლობა ამ სეზონში "ლურჯების" გულშემატკივრობისთვის", - დაწერა მუდრიკმა.

"წინსვლა განაგრძე, ძმაო!", - უპასუხა მას ხვიჩამ კომენტარებში.
მკითხველის კომენტარები / 28 /
ჯიგარი!
ისე მუდრიკს მართლა შეუძლია მეტი.
gionat
30 მაისი 2023 15:51
3
ჯიგარი ხარ ხვიჩა!
ბესო
30 მაისი 2023 14:55
3
ოოო კვარა დიდია,ეს რა დაუწერია, რამხელა გმირობა და გამჭრიახობაა საჭირო.
55
30 მაისი 2023 14:42
50
ყოჩაღ ხვიჩა შენი ყოველთვის ყველაფერში მჯერა. მაგარი კაცი გვყავხარ და ამიტომ მიყვარხარ. მუდრიკი კარგი ბიჭი და კარგი ფეხბურთელია. უკეთესი იქნებოდა არსენალში ქონდა მიწვევა და გადასულიყო, ჩელსი და თანაც მიმდინარე სეზონში გადასვლამ ცოტა უკან დაწია მუდრიკი. მაგრამ ყველაფერი კარგად იქნება, ეს ბიჭი თავის სიტყვას იტყვის.
G.LA
30 მაისი 2023 14:28
7
კვარამ რომ მილანთან პენალტი ააცილა, მაშინ ლეაოსა და ქართველი ფეხბურთელების გარდა ინსტაგრამზე არავინ გაამხნევა!!!!!! მაგ: მუდრიკი,ზინჩენკო სად იყვნენ?!
გიორგი
30 მაისი 2023 14:28
36
ხოჭოლავა გამოგრჩა!
გიორგის
30 მაისი 2023 19:25
1
ძაან მდაბიო შედარება გქონდა... აუცილებელია კი არ არის ყველას ყველა პოსტი უკომენტარო.. არც ხვიჩასგან იქნებოდა ლამაზი ყველაფერზე კომენტირება და არც აკეთებს ამას
papai
30 მაისი 2023 15:44
5
მაგის დაწერას სულ მცირე სულიერება და ინტელექტი უნდა, ყოჩაღ, კაი ბიჭია ეტყობა , ჩვენი ხომ საერთოდ, გულიანი, კეთილი, ყურადღებიანი ადამიანია, ცოტა მოუმატოს , გოლი-საგოლე მოუხდება და ეგააა
იეა
30 მაისი 2023 13:49
4
წინსვლა არც შენ გაწყენდა, ორი თვეა ღირებული არაფერი გაგიკეთებია
11
30 მაისი 2023 13:30
69
თქვა მან და ცხიმიანი ხელი შეიზილა მაიკაზე, კლავიატურის წინ წამოწოლილმა)
nk
31 მაისი 2023 10:47
0
ერთი სეზონისთვის საკმარისზე მეტი უკვე გააკეთა, ხელმოცარულო. :) ბოღმიანები სოროში როდის უნდა შებრუნდეთ?
რატი
30 მაისი 2023 15:45
3
ყველა გამოხმაურება
"ამეტირა;
Ioseb
30 მაისი 2023 13:28
22

სიახლეები პოპულარული