და სადაა კვარაცხელია? - სერია A-მ სეზონის ნომინანტები დაასახელა

AutoSharing Option
სერია A-მ სეზონის მიხედვით ყველა პოზიციაზე საუკეთესო ფეხბურთელის და საუკეთესო 23-წლამდელის ნომინაციაზე პრეტენდენტები დაასახელა, რომელთა შორის არ არის "ნაპოლის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია. კვარაცხელია სადებიუტო სეზონში იტალიის ჩემპიონატზე სამჯერ აღიარეს თვის საუკეთესო მოთამაშედ და სავარაუდოდ, სეზონის MVP გახდება.

მეკარე: მიკელე დი გრეგორიო (მონცა), ივან პროვედელი (ლაციო), ლუკაშ სკორუპსკი (ბოლონია)

მცველი: თეო ერნანდესი (მილანი), ჯოვანი დი ლორენცო, კიმ მინ ჯე (ორივე ნაპოლი)

ნახევარმცველი: ადრიენ რაბიო (იუვენტუსი), ნიკოლა ბარელა (ინტერი), სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი (ლაციო)

თავდამსხმელი: რაფაელ ლეაო (მილანი), ლაუტარო მარტინესი (ინტერი), ვიქტორ ოსიმენი (ნაპოლი)

საუკეთესო 23-წლამდელი:
ტომაზო ბალდანცი (ემპოლი), ნიკოლო ფაჯოლი (იუვენტუსი), ჯორჯო სკალვინი (ატალანტა)

მკითხველის კომენტარები / 51 /
ვინცხა რომ ეძებდა ხვიჩას..იპოვნეს თუ იცით?
ბუჯანგა
18:16 05-06-2023
0
იმდენი იძახეთ სადაა კვარაცხელიაო და აგერ გახდა სერია A-ს საუკეთესო.გეყოფათ ახლა ლაი-ლაი და წაით სახლებში.გილოცავ ხვიჩა ბიძია და გისურვებ წარმატებებს მომავალში.
გიორგი
21:24 02-06-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული