გიორგი მიქაუტაძის შეძენას ბუნდესლიგის კლუბებიც ეცდებიან

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ფორვარდი გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ში გამორჩეულ სეზონს ატარებს, ამის ფონზე კი მისით დაინტერესებას არაერთი ევროპული გუნდი გამოთქვამს.

რამდენიმე დღის წინ Footmercato-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გიორგის გადაბირებით "მილანია" დაინტერესებული. ფრანგი ჟურნალისტის, მუჰამედ ტუბაშეს ცნობით კი, მიქაუტაძის შეძენა ბუნდესლიგის რამდენიმე კლუბსაც სურს, თუმცა რომელ კლუბებზეა საუბარი, ფრანგ ჟურნალისტს არ დაუკონკრეტებია.

შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში მიქაუტაძემ "მეცის" მაისურით ჯამში 36 მატჩი გამართა, თავი კი 23 გატანილი გოლითა და 8 საგოლე პასით გამოიჩინა.

altზაფხულში მიქაუტაძეზე ტაციაობა იქნება - "ბარნლი" არ ნებდება, ქართველის

მეწყვილეც უკვე შეარჩიეს

alt"მადლობა ოჯახს, ეს ჯილდო მათთვისაა" - გიორგი მიქაუტაძე საუკეთესოდ დასახელების შემდეგ

alt"ქართული პოლიფონია" - მიქაუტაძე ლიგა 2-ში საუკეთესოდ აღიარეს

მკითხველის კომენტარები / 4 /
ისეთი სტილის ფეხბურთელია,ასე მგონია ნებისმიერი სტილის გუნდს მოერგება.სწორ არჩევანს და წარმატებებს ვუსურვებ.ევროპაში გაზრდილს,არც რომელიმე ტოპ ქვეყანასთან შეგუების პრობლემა გაუჩნდება.
მეცშიც და სერენშიც,მისვლიდან უკვე მეორე-მესამე თვიდან იწყებდა გოლების გატანას,მერე კი,სულ უფრო უმატებდა ტემპს.
სოსო
15:50 01-06-2023
0
წარმატებები გიოს. დიდი მომავალი აქვს და უფლის მფარველობა მინდა ვუსურვო, მინდა გაუმართლოს კლუბის არჩევაში, შრომა გააგრძელოს და მრავალგზის გაგვახაროს!
არტ
12:36 01-06-2023
0

სიახლეები პოპულარული