დიდებულად ჩატარებული სეზონიდან გამომდინარე, "მეცის" თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე ძალიან მოთხოვნადი ფეხბურთელი გახდა და მისი სამსახურით რამდენიმე კლუბია დაინტერესებული. ბრიტანული Football League World-ი იტყობინება, რომ "ვულვერჰემპტონსა" და "ბარნლის" შემადგენლობის გაძლიერების გარეშე პრემიერლიგაში ადგილის შენარჩუნება გაუჭირდებათ და მზად არიან მოთხოვნილი თანხა გადაიხადონ. "მეცმა" კი იგრძნო რა, რომ ტრანსფერში უფრო მეტის აღებაა შესაძლებელი, მიქაუტაძის ღირებულება გააორმაგა (10 მილიონი ევროდან 20 მილიონამდე) და ინგლისელები ამ თანხის გადახდაზეც არ არიან უარს.
გამოცემა წერს, რომ პერსპექტივისა და ასაკის გათვალისწინებით, ქართველს საუკეთესო წლები წინ აქვს, არ აქვს
მნიშვნელობა, "მეცი" დაბრუნდება თუ არა ლიგა 2-ში, რამეთუ ქართველს ნებისმიერ შემთხვევაში კლუბისთვის სარეკორდო თანხად გაყიდის.
ფრანგული Le10sport-ის ცნობით, წარუმატებელი სეზონის შემდეგ გიორგის მშობლიურ კლუბში დაბრუნება "ლიონს" სურს, თუმცა მოლაპარაკებები არ დაწყებულა და 20 მილიონის გადახდის შესაძლებლობაც არ აქვს.