20 მილიონი ერთი, 20 მილიონი ორი - მიქაუტაძის შესაძენად "სატრანსფერო აუქციონი" დაიწყო

AutoSharing Option
დიდებულად ჩატარებული სეზონიდან გამომდინარე, "მეცის" თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე ძალიან მოთხოვნადი ფეხბურთელი გახდა და მისი სამსახურით რამდენიმე კლუბია დაინტერესებული. ბრიტანული Football League World-ი იტყობინება, რომ "ვულვერჰემპტონსა" და "ბარნლის" შემადგენლობის გაძლიერების გარეშე პრემიერლიგაში ადგილის შენარჩუნება გაუჭირდებათ და მზად არიან მოთხოვნილი თანხა გადაიხადონ. "მეცმა" კი იგრძნო რა, რომ ტრანსფერში უფრო მეტის აღებაა შესაძლებელი, მიქაუტაძის ღირებულება გააორმაგა (10 მილიონი ევროდან 20 მილიონამდე) და ინგლისელები ამ თანხის გადახდაზეც არ არიან უარს.

გამოცემა წერს, რომ პერსპექტივისა და ასაკის გათვალისწინებით, ქართველს საუკეთესო წლები წინ აქვს, არ აქვს
მნიშვნელობა, "მეცი" დაბრუნდება თუ არა ლიგა 2-ში, რამეთუ ქართველს ნებისმიერ შემთხვევაში კლუბისთვის სარეკორდო თანხად გაყიდის.

ფრანგული Le10sport-ის ცნობით, წარუმატებელი სეზონის შემდეგ გიორგის მშობლიურ კლუბში დაბრუნება "ლიონს" სურს, თუმცა მოლაპარაკებები არ დაწყებულა და 20 მილიონის გადახდის შესაძლებლობაც არ აქვს.

მკითხველის კომენტარები / 10 /
ჩემი აზრით , თუკინმეცი წელს გადავა ლიგა 1 ში , 1 სეზონი ღირს თავისი ძალები მოსინჯოს საფრანგეთის უმაღლეს ლიგაში, ყოველშემთხვევაში სხვა ტოპ გუნდში გადასვლას და შეცვლაზე თამაშს ან იჯარას ეს მირჩევნია... თუმცა, რა თქმა უნდა არც იმას გამოვრიცხავ რომ თუნდაც ბარნლის ძირითადი ითამაშოს
ილიავარ...
17:13 02-06-2023
1
20-იც ღირს და 40-იც!!!
დედას გორჯისტანა
14:41 02-06-2023
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული