სპალეტი სერია A-ს სეზონის საუკეთესო მწვრთნელი გახდა

AutoSharing Option
"ნაპოლის" თავკაცი ლუჩანო სპალეტი სერია A-ს სეზონის საუკეთესო მწვრთნელად აღიარეს.

გამარჯვებული სპორტული გაზეთების რედაქტორებმა მწვრთნელების მიერ მიღწეული შედეგებისა და მატჩებისას ფეირ-პლეის პრინციპების დაცვის მიხედვით გამოავლინეს.

სპალეტის პრიზს 4 ივნისს, "სამპდორიასთან" შეხვედრის დაწყების წინ გადასცემენ.

"ნაპოლი" სპალეტის ხელმძღვანელობით იტალიის ჩემპიონი გახდა. თავად სპალეტისთვის ეს პირველად მოგებული სკუდეტოა, გუნდს დატოვებს და ერთი წელი დაისვენებს.

"ნაპოლისთან" ერთად ლუჩანო სპალეტის სეზონი უბრალოდ ექსტრაორდინარული იყო. 33 წლის შემდეგ სკუდეტოს მოგება კლუბის დიდი თავ
დადებისა და დიდი ქარიზმის მქონე, კარგად მომზადებული სპეციალისტის შედეგია, რომელმაც შეძლო ახალწვეულების საუკეთესოდ
ინტეგრირება და გუნდის ძველი ფეხბურთელების გაძლიერება.

"აძურიმ" მართლაც მოახერხა პირველივე დღიდან შედეგებით არა მხოლოდ ხმამაღალი განაცხადის გაკეთება, არამედ სანახაობრივი თამაშითაც, რაც საერთაშორისო დონეზე ფეხბურთში ერთ-ერთი ყველაზე დასაფასებელია", - განაცხადა სერია A-ს გენერალურმა დირექტორმა ლუიჯი დე სერვომ.

მკითხველის კომენტარები / 2 /
რაო?!სპალეტი საუკეთესო მწვრთნელია?!როგორ გაბედეს!მაგან ხომ ხვიჩა ფლანგზე დააბა და თანაგუნდელებს პასებსაც არ აკეთებინებდა!!!ჭ კლასია!!!ფეხბურთის გაგებაში არ არის და უბრალოდ გაუმართლა!....ყველა ეს ბრალდება, თებერვლიდან მოყოლებული მუდმივად ისმოდა,ჩვენი გულშემატკივრებისაგან და ახლა ალბათ იტალიელ სპეციალისტებსაც მისდგებიან,მისი საუკეთესოდ დასახელებისათვის.
დამიწერეთ დისლაიქები,მაგრამ ცოტა მაინც დაფიქრდით ხოლმე, სანამ ვიღაცას შესდგებით.ჩვენ ხომ სწორი არ გვყავს,ვინმეს ღვაწლის არ დანახვაში და ერთხელ,საახალწლოდ,ძიუდოში მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელად აღიარებულ შოთა ხაბარელს,პრიოდე თვეში,ნაკრების მწვრთნელის პოსტიც კი დაატოვებინეს,არასაკმარისი კვალიფიკაციის გამო.
სოსო
21:38 01-06-2023
13

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული