კვარაცხელიას სეზონის ბოლო მატჩის დღე, თასი, ჯილდოები და სპალეტის დამშვიდობება...

AutoSharing Option
იტალიის ჩემპიონატის 2022-23 წლების სეზონში ბოლო, 38-ე ტური მიმდინარეობს. მისი გამარჯვებული 33 წლის შემდეგ "ნაპოლი" გახდა. არადა, სეზონის წინ ამას თავად კლუბის ხელმძღვანელობა და მთავარი მწვრთნელიც ვერ წარმოიდგენდნენ, გუნდიდან ხომ ლიდერები წავიდნენ. ვიცით, ყველაფერ ამაში ხვიჩა კვარაცხელიას წვლილი რამხელაა და ჩვენებური სეზონის საუკეთესოდაც დაასახელეს. წარმოიდგინეთ, პსჟ-ის თავკაცი საუბრობს, რომ ლიონელ მესის პირველი სუსტი სეზონი ადაპტაციამ განაპირობა, ქართველი გარემარბი კი ევროპულ ფეხბურთში მართლაც საოცრად შეიჭრა, იტალიაში ხომ გამორჩეულია და ჩემპიონთა ლიგაზე "ჯოჯოხეთი" (ბრიტანული მედიის შეფასებით) "ლივერპულის" მცველს, ტრენტ ალექსანდ-არნოლდს მოუწყო.

Sportall.Ge

ნეაპოლელები
სეზონს საკუთარ "დიეგო მარადონაზე" დაასრულებენ - დღეს, 4 ივნისს, თბილისის დროით 20:30 საათზე. სპალეტის გუნდმა უკანასკნელ 3 მატჩში მხოლოდ ერთხელ გაიმარჯვა და საკუთარ კარში 5 გოლი მიიღო. "ნაპოლი" საკუთარ თავს აღარ ჰგავს და სხვა ფაქტორებთან ერთად, ამის მიზეზი მოტივაციის პრობლემაცაა. იტალიის ჩემპიონები საკუთარ არენაზე მაინც მუდმივად დომინანტები არიან, "მილანთან" (0:4) განადგურება საერთო კონტექსტიდან ამოვარდნილია. სტეფანო პიოლის გუნდი ერთადერთია, რომელმაც წელს ნეაპოლელებს აშკარად აჯობა. გამომწვევ მიზეზებზე ბევრი დავწერეთ, ერთს კვლავ გავიმეორებთ - სპალეტის, აგვისტოდან მოყოლებული, ე.წ. გეგმა "ბ" არ გააჩნია, ის წარმატებას საკუთარი დომინანტური ტაქტიკით ახერხებდა. ესაა ფეხბურთი, რომელიც გულშემატკივრებს იზიდავს. ლუჩანო მიდის - ის დღეს ნეაპოლელებს თასით დაემშვიდობება.

Sportall.Ge

რა თქმა უნდა, წელს ლუჩანო შინ სეზონის საუკეთესო მწვრთნელია და ევროპაშიც ერთ-ერთი გამორჩეული. მან ახალწვეულების გუნდთან შერწყმა ბრწყინვალედ შეძლო. გასაკვირია, რომ სერია "ა"-ს საუკეთესო ნახევარმცველების ნომინაციაში "კვარას" თანაგუნდელები არ არიან, თუმცა სტანისლავ ლობოტკას როლი ამ შედეგებში წარმოუდგენლად დიდად მიგვაჩნია. ვიქტორ ოსიმენი საუკეთესო ბომბარდირი, ხვიჩა კვარაცხელია კი - მეპასე. კიმ მინ ჯე სეზონის მცველად აღიარეს...

Sportall.Ge

"სამპდორიასა" და "ნაპოლის" შორის პირველი წრის მატჩში ნეაპოლელებმა (2:0) იმარჯვეს. გენუურ კლუბს კამპანიელები მუდმივად ჩაგრავენ. გამონაკლისი 2018 წელი იყო, როცა "ლუიჯი ფერარიზე" "სამპამ" დიდი ანგარიშით (3:0) მოიგო. დღევანდელი შემადგენლობიდან აქ ზელინსკი და რუი გამოდიოდნენ, მეკარე ალექს მერეტი კი კარლო ანჩელოტის გუნდის განაცხადშიც არ იყო. დღევანდელ მატჩში, რომელსაც ერმანო ფელიციანი განსჯის, "ნაპოლის" ოპტიმალურ შემადგებლობას ველით.

altსპალეტი: "კვარა" მარადონას უახლოვდება - ასეთი დრიბლინგი არასოდეს მინახავს

altკვარაცხელია გენიალური ფეხბურთელების გვერდით - საქართველომ გეოგრაფია გაზარდა - ყველასათვის ამაღელვებელი ამბავი!..

altროგორ იწყებდა კვარაცხელია - საქართველოს ნაკრების გოლის დარი ემოციები...

მკითხველის კომენტარები / 34 /
ვერ გავიგე ამ ნიგერიელების. რომელ ანტისემინიზმზეა ლაპარაკი, როდესაც შარშან ლეაო იყო საუკეთესოდ, იმის წინ ლუკაკუ. სად სჩანს აქ შავების დაჩაგვრა? ეგეც რომ არა მოგვეცით არჩევის უფლება, ვინც მინდა ის მომწონდეს. არასოდეს მიფიქრია ვინმეს დაჩაგვრაზე, მაგრამ ჩემი უფლებაა მომეწონება თუ არა შავკანიანი ადამიანი. უფლებადამცველებს მინდა ვუთხრა რომ როგორც ფერი განსხვავდება რადიკალურად თეთრი და შავი. ისეთივე სხვაობაა ადამიანებს შორის. კიდევ ვიმეორებ ყოველგვარი დაჩაგვრის გარეშე. ზოგჯერ ძალიან მეტი სიმპათიაც მაქვს მათ მიმართ, მაგრამ ვინც უსაფუძვლოდ ამბობს რომ კანის ფერის გამო დამჩაგრესო აი მაგათ ვერ ვიტან.
დავით 67
19:44 04-06-2023
3
დღეს გამოჩნდება ხვიჩას მიმირთ დამოკიდებულება მოტამაშეებისა და მწვრთნელის მხრიდან, მითუმეტეს როცა საუკეთესოდ დაასახელეს, კიდევ უარესად თუ არ გაუკეთეს იგნორი.
თბილისელი
18:34 04-06-2023
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული