"ხვიჩას ოცნებაა, რომ საქართველოს ნაკრებთან ერთად..." - რას ამბობს ბადრი კვარაცხელია შვილზე იტალიელი მწერლის წიგნში

AutoSharing Option
იტალიელი მწერლის, ემანუელ ჯულიანელის ახალი წიგნი, სახელად "კვარადონა ქართული სასწაული" გამოვიდა, სადაც ხვიჩას მამის, ბადრი კვარაცხელიას სიტყვებია მოყვანილი, რომელიც ამბობს:

"ხვიჩა ნამდვილი პროფესიონალია. მას სურს, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ განვითარდეს. ამიტომ მისი მთავარი საფიქრალი არის ნებისმიერი შემდეგი მატჩი სერია A-ში, ჩემპიონთა ლიგასა თუ ეროვნულ ნაკრებში.

მაგრამ მისი მთავარი ოცნებაა ჩემპიონთა ლიგის მოგება, "რეალში" თამაში და საქართველოს ნაკრებთან ერთად მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატზე გასვლა.

ახლა ის "რეალზე" არ ფიქრობს, მის თავში მხოლოდ "ნაპოლია", - თქვა ბადრი კვარაცხელიამ.
მკითხველის კომენტარები / 11 /
ჩვენი ოცნებაც ეგაა ხვიჩა, საქართველოს დიდ ტურნირებზე გასვლა... ევროპაზე აუცილებლად უნდა გავიდეთ ერთა ლიგის გზით, ორი პლეიოფის თამაშია წინ 2024 წლის მარტში, ჯერ ყაზახებს უნდა მოვუგოთ და მერე საბერძნეთი-თურქეთის გამარჯვებულს
papai
12:47 02-06-2023
1
ხვიჩა შეისწავლესო,
კი შეისწავლეს მაგრამ მშვენივრად გამოდის რთული სიტუაციებიდან.
აი სახიფათო პასები და კარში დარტყმები რომ ვეღარ აღწევს მიზანს ეს 100 იანი გადაღლილობის ბრალია.
ფეხებს დასვენება უნდა დაძაბული აქვს.
ამას დავუმატოთ ემოციური გადაღლა, ამ პატარა ბიჭმა ამ სეზონში იმდენა რამ გადაიტანა, რა გვიკვირს რომ გადაიღლებოდა
თენგო
19:59 02-06-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული