ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელია!!!

AutoSharing Option
იტალიურმა სერია A-მ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ხვიჩა კვარაცხელია დაასახელა.

ქართველმა შემტევმა ჩემპიონატის 33 მატჩში თავი 12 გოლითა და 10 საგოლე გადაცემით გამოიჩინა, რითაც 33-წლიანი პაუზის შემდეგ სკუდეტოს მოგებაში ლომის წვლილი დაიდო.

კვარაცხელია სადებიუტო სეზონში სამჯერ აღიარეს თვის საუკეთესო ფეხბურთელად და მთელი საფეხბურთო სამყაროს ყურადღება მიიპყრო.

სეზონის საუკეთესო თავდამსხმელად ვიქტორ ოსიმენი (ნაპოლი) აღიარეს, რომელიც 25 გატანილი გოლით ჩემპიონატის ბომბარდირია.

საუკეთესო მეკარე ივან პროვედელი (ლაციო) გახდა, საუკეთესო მცველი კიმ მინ ჯე (ნაპოლი), საუკეთესო ნახევარმცველი ნიკოლო ბარელა (ინტერი), ხოლო საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი ნახევარმცველი
ნიკოლო ფაჯოლი (იუვენტუსი).

გუშინ საუკეთესო მწვრთნელად ლუჩანო სპალეტი დაასახელეს, რომლის ხელმძღვანელობით "ნაპოლიმ" 33 წლის შემდეგ პირველად მოიპოვა სკუდეტო.

მკითხველის კომენტარები / 128 /
ვულოცავ კვარას და მთელ საქართველოს ამ აღიარებას. ეს კიდე ოფიციალური საბუთია რომ ამ სკუდეტოს მთავარი შემოქმედი კვარა იყო. არეშლებათ ფეხბურთი იტალიელებს, ბოღმიანმა ჰეითერებმა და ნიგერიელებმა ყინვიანი წყალი ჩაახრიალონ. ეს კი დიდი ეპოქის დასაწყისი ყოფილიყოს კვარას კარიერაში და შორს არაა ის დროც როცა ჩვენი ბიჭის სახელს უკვე ოქროს ბურთის გამარჯვებულის რანგში გამოაცხადებენ.
Anjelo Antei
02 ივნისი 2023 21:13
2
აბა რააააა!!! ეს მხოლოდ დასაწყისია
ჯაბა
02 ივნისი 2023 20:28
1
უბრალოდ, ბრავო ხვიჩას! ისეთი ბიჭია, მომავალშიც თავისი მხრიდან ცდას არ დააკლებს, მსგავსად ხალხის გასახარებლად. დანარჩენი ჩვენც აქ ვართ, შენი და ქვეყნის გულშემატკივრები.
Franken
02 ივნისი 2023 22:13
2
ზღაპარში ვართ. ღმერთს ვთხოვ რომ ეს ზღაპარი დიდი ხანი გაგრძელდეს. ჯერ კიდევ ვერ ვიაზრებთ რამხელა რაღაცა მოხდა
ქართველი
02 ივნისი 2023 21:49
2
აბაა რააა!!! ვულოცავ კვარას და სრულიად საქართველოს!!!
შოთა
02 ივნისი 2023 20:12
2
გთხოვთ, არ დაბლოკოთ.
ამ ძალიან სასიხარულო ინფორმაციას ამბები.გე-ზე გავეცანი წეღან პირველად.
იქაც სულ მილოცვების კომენტარებია.
და ეს ორი სირი, აქ რომ უზის კომენტარებს და დისლაიქებს უწერს, ზუსტად იქაც, ეს ორი აკეთებს იგივე უმსგავსოებას.
რაც კი შეიძლება, რომ ასეთ კუტუებს შევუთვალო, ყველაფერს ვუთვლი.
გოგია
02 ივნისი 2023 22:24
4
გეთანხმები 100%
დავით 67
03 ივნისი 2023 00:50
2
მარტო ორნი რომ იყვნენ რაღა გვიჭირდა აგერ ერთერთი--irakli81 დაბოღმილ ნაცებზე რარაცა დავწერე და გამოხრტა მეცამეტე გოჭივით @@
zura222
03 ივნისი 2023 05:50
1
მეტირებააა!!!ღმერთო როგორ გამიხარდა!
ნინო
02 ივნისი 2023 21:00
2
ეგ ერთი და სხვა მრავალი.
დათო
02 ივნისი 2023 23:09
0
ვტირი
ტიმო
02 ივნისი 2023 20:39
4
შემოინახეს ბოლოსათვის და ჩვენც გაგვიხარეს გულები!გილოცავთ მეგობრებო!გილოცავთ საქაართველო!ამაზე სასიხარულოს,დღეს ვერაფერს გავიგებდი!
სოსო
02 ივნისი 2023 20:22
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული