"ვულოცავთ "ნაპოლის" იტალიაში ასეთი ტალანტის ჩამოყვანას" - სერია A-მ განმარტა, რატომ აღიარა კვარაცხელია საუკეთესოდ

AutoSharing Option
ეს საოცრებაა - სადებიუტო სეზონში "ნაპოლის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.

რეიტინგი შედგენილი იყო Stats Perform-ის გაფართოებული ანალიზის მიხედვით, რომელიც ემყარება Hawk-Eye-ს სისტემის ჩანაწერთა მონაცემებს. სისტემა ითვალისწინებს არა მხოლოდ სტატისტიკას და ტექნიკურ-ტაქტიკურ მოქმედებებს, არამედ პოზიციურ მონაცემებს. ეს საშუალებას იძლევა გაანალიზდეს მნიშვნელოვანი ასპექტები: უბურთოდ მოძრაობა, პოზიციის შერჩევა, გუნდის ტექნიკურ და ფიზიკურ ეფექტურობაში შეტანილი წვლილი, საბოლოო ჯამში კი ობიექტურად და ხარისხიანად ადგენს შედეგს.

იმ ძირითად მახასიათებლებს შორის, რომელთა მეშვეობით კვარაცხელიამ კონკურენტებს აჯობა, შემდეგი მონაცემები სახელდება:

- ტექნიკური ეფექტურობის 94%-იანი
დონე, რაც სერია A-ს უკანასკნელი წლების რეკორდია და ევროპული კლასის საუკეთესო თავდამსხმელთა შესაბამისია.

- საუკეთესო ფეხბურთელის ფორმას მუდმივად ინარჩუნებდა და ფიზიკურ ეფექტურობას 17 მატჩში გადააჭარბა - 95%.

"ხვიჩა კვარაცხელიას გავლენა სერია A-ზე შთამბეჭდავი იყო. ვულოცავთ "ნაპოლის" იმას, რომ იტალიაში ასეთი ტალანტი ჩამოიყვანა, რომელმაც პირველივე მატჩებიდან თავისი ტექნიკის, დრიბლინგის, ინდივიდუალობისა და შემოქმედითობის რეპერტუარი შემოგვთავაზა. 12 გოლითა და 10 საგოლე პასით ის "აძურის" ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი იყო, რომელმაც სკუდეტო მოიგო და მრავალ გულშემატკივარსა და ლამაზი ფეხბურთის დამფასებლებს ოცნების უფლება მისცა", - განაცხადა სერია A-ს გენერალურმა დირექტორმა ლუიჯი დე სერვომ.

მკითხველის კომენტარები / 53 /
თქვე უდღეურებო რაჭველი ვარ დედა მეგრელი მყავდა ერთი ბებია იმერელი მეორე აფხაზი-შოტლანდიელი, ცოლი კახელი მყავს დედით მოსკოველი ოკუპანტი, ვინც კუთხურობაზე ღვარძლს ყრით დედები მომიკითხეთ
შოვინისტებს
21:13 03-06-2023
3
მე იმერელი კაცი გეუბნებით:ვენაცვალე მთლიან საქართველოს,მის ულამაზეს კუთხეებს და ხალხს,მათ კუთხურ სალაპარაკო ენას,რომელშიც სიღრმისეულად იკითხება ქართველთა უძველესობა.
მთხარით დღევანდელ სალაპარაკო ქართულთან ერთად,რატომ იქნება ცუდი მეგრულის,სვანურის,აფხაზურის სალაპარაკო ენების შესწავლა,რომელთა სიტყვები ისედაც მრავლადაა დღევანდელ სალაპარაკო ქართულში,თავად ვეფხის ტყაოსანში,უფრო მეტსაც გეტყვით:აკადემიკოს სიმონ ჯანაშიას 1922 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოცდა აქვს ჩაბარებული სვანურ ენაში,ასევე რატომ იქნება ცუდი,ქართლელი,კახელი და ა.შ.როცა ჩავლენ სამეგრელოში,აფხაზეთში ან სვანეთში და მათი საუბარი მათთვის უცხონ აღარ იქმება და ერთმანეთისადმი პატივისცემა ნდობა და სიყვარული უფრო მოიმატებს და გაიზრდება.
მე პირადად ამაში პრობლემას ვერ ვხედა,პირიქით ერთმანეთის მიმართ გაუცხოება საერთოდ წაიშლება,რაც ჩვენი ქვეყნის ერთიანობის განმტკიცებას წაადგება.
თერჯოლელი
21:00 03-06-2023
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული