"ნაპოლის" ნახევარმცველის ხვიჩა კვარაცხელიას სერია A-ს სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარებას მწვრთნელები ფაბიო კაპელო და იური სიომინი გამოეხმაურენ.
კაპელო: "არჩევანს ვეთანხმები! ხვიჩა აბსოლუტურად სამართლიანად იქნა სერია A-ს საუკეთესო მოთამაშედ დასახელებული".
სიომინი: "დიდი წარმატებაა იყო იტალიური ლიგის საუკეთესო მოთამაშე. ეს უმაღლესი დონეა. ხვიჩამ ეს დაიმსახურა, ვინაიდან ყოველ მატჩში მაგრად თამაშობდა და "ნაპოლის" ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. მარცხენა თავდამსხმელის მიერ ამდენი გოლის გატანა და ამდენი საგოლე გადაცემის გაკეთება მხოლოდ ნიჭიერ ადამიანებს შეუძლიათ.
ის ყოჩაღია. ხვიჩამ ნიჭის რეალიზება თავისი ყოველდღიური შრომით შეძლო. ის მუშა ადამიანია,
რომელსაც უყვარს კლუბის ინტერესებისთვის გარჯა. აქვს მიზანი და ამ მიზანს აღწევს. ამ მომენტისთვის გასაოცარ წარმატებას მიაღწია".