სრული ქაოსი: მიქაუტაძის "მეცმა" მოიგო, დავითაშვილის "ბორდოს" მატჩი შეწყდა - ვინ გადავიდა ლიგა 1-ში? [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საფრანგეთის ლიგა 2-ის ბოლო ტურში გიორგი მიქაუტაძის „მეცმა“ საკუთარ მოედანზე „ბასტია“ 3:2 დაამარცხა, ხოლო ზურიკო დავითაშვილის „ბორდოს“ „როდეზთან“ მატჩი 23-ე წუთზე შეწყდა და არ გაგრძელებულა. ასევე შეწყდა "ჰავრისა" და "დიჟონის" მატჩი, რომელიც განახლდა და მასპინძლებმა 1:0 მოიგეს.

ამ მომენტისთვის პირველ ადგილზე 75 ქულით "ჰავრია", მეორეზე 72 ქულით "მეცი", ხოლო 69 ქულით მესამეზე "ბორდო". ჯერ უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაცია, თუმცა ჟირონდული გუნდისთვის საუკეთესო ვარიანტში, შეხვედრის გადათამაშების შემთხვევაში, იმისათვის, რათა „მეცს“ გადაასწროს, მინიმუმ 4 გოლით გამარჯვება სჭირდება. სავარაუდოდ, "ბორდოს"
ტექნიკურ წაგებას ჩაუთვლიან.

შეგახსენებთ, ლიგა 1-ში პირველ და მეორე ადგილებზე გასულები გადადიან.

„მეცი“ დიდ უპირატესობას ფლობდა და 32-ე წუთზე საბალიმ დააწინაურა, რომლის საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთს მიქაუტაძე ვერ შესწვდა და ვერც მეკარე. შესვენების შემდეგ მაზიზმა მეორედ დალაშქრა მეტოქის კარი. 68-ე წუთზე სტუმართა გუნდის მცველმა ბონერტმა თავურით ანგარიში შეამცირა. 75-ეზე მაზიზმა დუბლი შეასრულა. მიქაუტაძე 81-ე წუთზე შეცვალეს და ის 23 გოლით ჩემპიონატის ბომბარდირი გახდა. მის ანგარიშზე აგრეთვე 8 საგოლე გადაცემაა. 86-ე წუთზე შურმა ანგარიში შეამცირა, "მეცმა" გაიმარჯვა და მოედანზე გახარებული გულშემატკივრები გადავიდნენ.

Sportall.Ge

„ბორდო“ განუწყვეტლივ უტევდა, გოლი კი სტუმრებმა გაიტანეს, რის შემდეგაც შეხვედრა იმის გამო შეწყდა, რომ გოლის ავტორ ბუადეს ტრიბუნებიდან ნასროლი საგანი თავში მოხვდა (ზოგიერთი მედიასაშუალება ამტკიცებს, რომ მოედანზე შევარდნილმა გულშემატკივარმა მიაყენა დაზიანება), გუნდები გასახდელში გავიდნენ და უკან აღარ დაბრუნებულან.

მეცი. „სენ-სიმფორიენი“
მეცი - ბასტია 3:2
გოლები: 1:0 საბალი (32), 2:0 მაზიზი (55), 2:1 ბონერტი (68), 3:1 მაზიზი (75), 3:2 შური (86)

ბორდო. „მატმიუტ-ატლანტიკი“
ბორდო - როდეზი
გოლი: 0:1 ბუადე (23)

მკითხველის კომენტარები / 6 /
ბორდო დასაწყისშივე ძალიან უტევდა,მაგრამ კონტრშეტევა გამოტოვეს.ცენტრალურმა მცველმა თითქოს გამოიტანა ბურთი,თუმცა მოგერიებული ბურთი,შორეულ ძელთან ჩააწოდეს და მცველებს,საჯარიმოში მყოფი ერთადერთი მეტოქის ფეხბურთელი დაავიწყდათ.ვერც მეკარემ ივაჟკაცა(ფეხებს შორის გაუძვრა,თავური დარტყმა) და გოლი გაუშვეს.ბორდოს კარის უკან,ბორდოს ფანების ტრიბუნაა და იქ დაწყებული ზეიმი,ვიღაცამ ვერ აიტანა.მოზეიმეებთან მივიდა და გოლის ავტორს,ზურგში ხელი ჰკრა.ეს დარტყმა არ იყო,უბრალოდ ხელი ჰკრა.ეს ორი კაცი კი,მოჭრილი ხეებივით დაცვივდნენ და ერთმა თუ კიდევ ასწია თავი,მეორეს ექიმები დაეხვივნენ,გეგონება მომაკვდავიაო.შედეგად მატჩი შეწყდა.რამდენჯერმე გავამეორე ნაკრები ჯიზე,ეგ მომენტი,მაგრამ რაიმე მოხვედროდეს,ვერაფერი დავინახე.არც დაბლა ჩანდა რაიმე დაგდებული.მატჩი კი შეწყდა და აღარ განახლებულა.რა ვიცი,რა თქმა უნდა იმ გულშემატკივრის საქციელი,საზიზღრობა იყო და მაგრად უნდა დაისაჯოს,მაგრამ გამორიცხულია იმ ბიძგისაგან,ტრავმა მიეღო და თუ მართლა სხვა რაიმე საგანი არ მოხვდა,რაც მე ვერ დავინახე,მაშინ მაგარი სიმულაცია გაუკეთებია და როცა შეისწავლიან,ეს აშკარად გამოჩნდება.ჰავრის თამაშზე რა მოხდა,არ ვიცი.იქაც შეწყვეტილა თამაში.
სოსო
01:13 03-06-2023
0
მადლობა სოსოს, თორემ ვეძებ, ვკითხულობ და რა მოხდა, ვერ გავიგე. რა ვიცი, ჩვენთან რომ მოხდეს, ველურები არიანო იტყვიან.
ლევანი
12:14 03-06-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული