ბომბარდირთა ბომბარდირი მიქაუტაძე ზეიმობს

AutoSharing Option
საფრანგეთის ლიგა 2-ის ბოლო ტურში "მეცმა" საკუთარ მოედანზე 3:2 სძლია "ბასტიას" და დიდი ალბათობით ლიგა 1-ში დაბრუნდება. მასპინძელთა გუნდის თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ 81-ე წუთამდე ითამაშა, თუმცა ამჯერად საგოლე მოქმედებით თავი ვერ გამოიჩინა.

მიქაუტაძემ ჩემპიონატის 37 მატჩში 23 გოლი გაიტანა (8 საგოლე გადაცემა გააკეთა) და საუკეთესო ბომბარდირი გახდა. მეორე დგილზე 19 გოლით "კანის" ფორვარდი ალეკსანდრე მენდი გავიდა.

ნამატჩევს "მეცის" საიტმა მოზეიმე გიორგის სურათი გამოაქვეყნა და წარწერაც დაურთო: "ამ წარმოუდგენელ სეზონს ჩვენ ვერ
დავივიწყებთ".

Sportall.Ge

შეხვედრის დასრულების შემდეგ გამარჯვების აღსანიშნავად გულშემატკივრები მოედანზე გადავიდნენ და ფეხბურთელებთან ერთად ხარობდნენ.

მკითხველის კომენტარები / 5 /
2თვის უკან ვიძახდი რო მეცი ავიდოდა ლიგა ერთში და ბორდო ჩარჩებოდა!გიო მაგარი ბიჭია.თავმდაბალი და პროფესიონალი!ვუსურვებ რო სერია A -ს გუნდში გადავიდეს!უდინეზე ფიორენტინა ან ჯენოაში დაგლიჯავს!
გიორგი IV
13:16 03-06-2023
2
წლის სამეული ჩემი აზრით:

1. კვარაცხელია
2. მიქაუტაძე
3. მამარდაშვილი
მინდია
13:04 03-06-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული