მამარდაშვილის სავარაუდო ტრანსფერი - "მესტალიადან" "სტემფორდ ბრიჯზე"?

AutoSharing Option
4 ივნისს, ლა ლიგის ბოლო ტურში "ვალენსია" სევილიაში "ბეტისს" დაუპირისპირდება და ამ მატჩში გადაწყდება, დარჩება თუ არა ესპანეთის უმაღლეს დივიზიონში.

მეკარე გიორგი მამარდაშვილი შესანიშნავ სეზონს ატარებს და "ვალენსია" ფინანსური ვითარებიდან გამომდინარე, სავარაუდოდ, გაასხვისებს. ასე რომ, არაა გამორიცხული, ხვალ ქართველმა "ღამურების" რიგებში ბოლო შეხვედრა ჩაატაროს.

მამარდაშვილის სამსახურით არაერთი კლუბია დაინტერესებული, ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო კი იტყობინება, რომ "ჩელსიმ" გიორგის თამაშის სანახავად ანდალუსიაში დამკვირვებლები გაუშვა. როგორც ირკვევა, მასთან ტრანსფერის გაჩარხვას ყველაზე მეტად სწორედ ლონდონური კლუბი ცდილობს.

მამარდაშვილი ამ სეზონში პრიმერაზე შეუცვლელი იყო, 37 მატჩში
44 გოლი გაუშვა და 7-ჯერ შეინახა კარი მშრალად.

მკითხველის კომენტარები / 18 /
მაგარი ექპერტები ხარდ თქვენ გენაცვალედ გულში მამარდას კიდევ ღმერთმა ხელი მოგიმართოს ამინ ამინ ამინ
0
ჩელსი არა ოღონდაც, ზოგადად პრემიერლიგა თუ იქნება ლივერი ან მანსიტი, სხვა ყველა გუნდი შარია. ვითომ ამბიციურები და ხშირად მწვრთნელების და ტაქტიკების ცვლის მოყვარული გუნდები არიან. არსენალიც შეიძლება.
უვიცი
12:38 04-06-2023
3

სიახლეები პოპულარული