მიქაუტაძე - მონატრებული ფორვარდი არველაძის შემდეგ, ბენზემას გზა "რეალამდე" თუ "მილანი"?!

AutoSharing Option
15 წლის წინ, 2008 წლის ივნისში, შოთა არველაძემ საფეხბურთო კარიერა დაასრულა. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ის ყველაზე შედეგიანი ფორვარდია. ამის შემდეგ მუდმივად "ვეძებდით" თავდამსხმელს, რომელიც ისევ ბევრს გაიტანდა. იყვნენ მოთამაშეები, რომლებიც შესაძლოა, საკლუბო კარიერით ვერ გამოირჩეოდნენ, თუმცა ნაკრებში გატანას ახერხებდნენ. რა თქმა უნდა, ყველას დიდი მოლოდინი ლევან მჭედლიძის მიმართ იყო. მისი კარიერა წარმატებულად ადრეულ ასაკშივე დაიწყო, რასაც სამწუხარო ტრავმები და ბევრი გაცდენა მოჰყვა. მას გაჰქონდა იტალიური გრანდების კარში და ჩატარებულ მატჩებს თუ შევადარებთ, მშვენიერი სტატისტიკაც აქვს...

Sportall.Ge

ფორვარდის პრობლემა ბოლო წლებში სახეზე
იყო. ვლადიმირ ვაისი ბუდუ ზივზივაძეს შანსს ჯიუტად არ აძლევდა, არადა, კარგად დავინახეთ, მას რამხელა პოტენციალი აქვს. ამასობაში, ბელგიის რანგით მეორე ლიგაში გამოჩნდა ქართული გვარის კაცი, რომელსაც ძალიან ბევრი გაჰქონდა და საკუთარი გუნდი ელიტაში დააწინაურა. გიორგი მიქაუტაძემ "ჯვაროსნების" რიგებში სადებიუტო მატჩივე გაიტანა - ოთარ კიტეიშვილმა ბურთი კარგად წაიღო და "ჟორჟმა" რუმინელთა კარი დალაშქრა. ამის შემდეგ იყო რთული პერიოდი. საქართველოს ნაკრების ტაქტიკა მიქაუტაძესთან ნაკლებად ადაპტირებული იყო. გავიხსენებთ ბათუმში ბერძნებთან (0:2) წაგებულ მატჩს, სადაც გიორგის ბურთით მომარაგებას ჩვენი გუნდი მხოლოდ მაღალი ჩაწოდებებით ცდილობდა, რაც უბრალოდ, არ გამოდიოდა. ამის შემდეგ ვილი სანიოლმა ტაქტიკა შეცვალა, თუმცა ამას ფორვარდის ტრავმიანობა ერთვოდა. "მეციდან" ისევ "სერენში" დაბრუნებული გიორგი ძველებურად შედეგიანი ვეღარ იყო, რასაც უფრო მისი გუნდის სისუსტე განაპირობებდა...

Sportall.Ge

სანიოლმა მიქაუტაძეს შანსი გიბრალტართან მისცა. ფრანგმა მწვრთნელმა ისიც თქვა, რომ მათი საუბრის შემდეგ, ფორვარდმა გარკვეული ასპექტები გამოასწორა. საბა ლობჟანიძის ძალიან მაგარი პასით საქართველოს ნაკრების ფორვარდმა გაიტანა და ძალიან ბედნიერი იყო. "ვაკოცე საბას" - თქვა მატჩის შემდეგ გიორგიმ. ის თანაგუნდელებს უფრო და უფრო გაუშინაურდა და ამასობაში, "მეცში" ყველაფერი გამოსდიოდა, ლიგა 2-ის საუკეთესო მოთამაშე გახდა, ელიტაში კი კიდევ ერთი გუნდი დააწინაურა.

ახალი შესარჩევი ციკლის დაწყების წინ სანიოლმა თქვა, რომ იქნებ მიქაუტაძე ორფორვარდიან ტაქტიკაში უფრო შედეგიანი ყოფილიყო. ეს სიტყვები მალევე ასრულდა. ნორვეგიასთან ბათუმურ მატჩში მოედანზე როგორც კი ბუდუ ზივზივაძე შევიდა, მიქაუტაძემ გათავისუფლებული სივრცით ისარგებლა, ბურთი მშვენივრად მოიხელთა, კარგი რეიდი შემოგვთავაზა და ანგარიში გაათანაბრა.

Sportall.Ge

"მეცი" კი დაწინაურდა, თუმცა გიორგის აქ დიდხანს არავინ გააჩერებს, "მილანის" ინტერესზეც კი წერენ. 22 წლის თავდამსხმელის სატრანსფერო ფასი 6 მილიონი ევროა. გიორგი "ლიონის" აკადემიის აღზრდილია, მისი ინტერვიუებიდან ჩანს, რომ ეს გუნდი ძალიან უყვარს. რამდენად დაინტერესდებიან ისინი ყოფილ შეგირდთან თანამშრომლობით, ეს რთული საკითხია, ანაც თავად ჩვენებურისთვის რამდენად იქნება ის იდეალური არჩევანი. ლიონელები ახლა ევროტურნირებზე მოხვედრასაც ვერ ახერხებენ, თუმცა ვიცით, მათ ჩემპიონობაც შეუძლიათ და ჩემპიონთა ლიგაზე "რეალიც" ბევრჯერ გაუმწარებიათ. ქარიმ ბენზემა ის კაცია, რომელიც "ლიონიდან" "სამეფო კლუბში" აღმოჩნდა და თუკი გიორგი ასეთივე თამაშს, თანაც უფრო მაღალი დონის ლიგაში განაგრძობს, გამორიცხული არაფერია. ხვიჩა კვარაცხელიას მაგალითი იმედით გვავსებს და ოპტიმისტურად განგვაწყობს. 

მიქაუტაძემ ახლა ეროვნულ ნაკრებში უნდა ითამაშოს, ამის შემდეგ 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის განაცხადში იქნება, სატრანსფერო ამბებს კი მერე მიხედავს...

altემოციური კადრები - ყველანი მოედანზე შევარდნენ, მიქაუტაძე კი პირველი მწვრთნელს ჩაეხუტა [VIDEO]

altბომბარდირთა ბომბარდირი მიქაუტაძე ზეიმობს

მკითხველის კომენტარები / 7 /
და ქართულიც არ ეცოდინებოდა კარგად
გიორგი_ს
20:48 04-06-2023
3
მიქაუტაძეს ქართველი დედა რომ არ ყოლოდა არც ქართველად გაიზრდებოდა და არც ნაკრებში ითამაშებდა!!!!ასეა ეს!!!
გიორგი
18:05 04-06-2023
5

სიახლეები პოპულარული