"სამპდორიასთან" სერია A-ს ბოლო ტურის მატჩის წინ, "ნაპოლის" გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას პირთამდე სავსე "დიეგო მარადონაზე" სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი საზეიმოდ გადასცეს.
კვარაცხელია "ნაპოლიში" გასული წლის ზაფხულში გადავიდა და პირველივე სეზონში MVP გახდა.
ხვიჩამ ჩემპიონატის 33 მატჩში 12 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა გააკეთა და თავისი გუნდის მიერ სკუდეტოს მოპოვებაში დიდი წვლილი შეიტანა.
სეზონის საუკეთესო მცველის პრიზი კიმ მინ ჯეს გადაეცა, საუკეთესო თავდამსხმელის ვიქტორ ოსიმენს, ხოლო საუკეთესო მწვრთნელის - ლუჩანო სპალეტის.
ახალგაზრდა ქართველმა ძიუდოისტებმა 3 ოქრო,4 ვერცხლი და 5 ბრინჯაო მოიპოვეს პრაღაში(იმედია რედაქცია ამასაც გააშუქებს ოდესმე),გენაცვალეთ ქართველებოოოოოოოოოო