„ნაპოლის“ ჩემპიონობა კარგა ხანია გარკვეული იყო, „სამპდორიას“ ქვედა დივიზიონში დაქვეითებაც და ამდენად, მატჩს არავითარი პრაქტიკული მნიშვნელობა არ ჰქონდა. შეხვედრის დაწყების წინ ხვიჩა კვარაცხელიას სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის, კიმ მინ ჯეს საუკეთესო მცველის, ვიქტორ ოსიმენს კი საუკეთესო თავდამსხმელის პრიზი გადასცეს.
მოლოდინისამებრ მასპინძლები თავიდანვე დაეუფლენ უპირატესობას, განუწყვეტლივ უტევდნენ, თუმცა რეალური მომენტის შექმნა უჭირდათ და პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.
ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“
ნაპოლი - სამპდორია