"ნაპოლიმ" დიდებული საჩემპიონო სეზონი გამარჯვებით დაასრულა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს ბოლო ტურში „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე „სამპდორია“ 2:0 დაამარცხა.

„ნაპოლის“ ჩემპიონობა კარგა ხანია გარკვეული იყო, „სამპდორიას“ ქვედა დივიზიონში დაქვეითებაც და ამდენად, მატჩს არავითარი პრაქტიკული მნიშვნელობა არ ჰქონდა. შეხვედრის დაწყების წინ ხვიჩა კვარაცხელიას სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის, კიმ მინ ჯეს საუკეთესო მცველის, ვიქტორ ოსიმენს საუკეთესო თავდამსხმელის, ხოლო ლუჩანო სპალეტის საუკეთესო მწვრთნელის პრიზი გადასცეს.

მოლოდინისამებრ მასპინძლები თავიდანვე დაეუფლენ უპირატესობას, განუწყვეტლივ უტევდნენ, თუმცა რეალური მომენტის შექმნა უჭირდათ და პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. შესვენების შემდეგ თამაშის სურათი არ შეიცვალა, „ნაპოლი“ უპირატესობას ფლობდა, შანსი კი
კონტრიერიშზე სტუმრებს მიეცათ, მაგრამ გაბიადინის გატანა მეკარე მერეტმა არ დაანება. 62-ე წუთზე კი ოსიმენი მურუმ საჯარიმოში წააქცია და პენალტი თავად დაზარალებულმა გამოიყენა, რომელმაც 26-ე გოლი გაიტანა და ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. შემდეგ კვარაცხელიამ შეცვლაზე შესული გაეტანო მეკარეს პირისპირ შეჰყარა და მან მეტოქის კარის დალაშქვრა ვერ შეძლო. 83-ე წუთზე გაეტანომ ტრავმა მიიღო, მოედნის დატოვება მოუწია და რადგან სპალეტის ხუთივე ცვლილება განხორციელებული ჰქონდა, "ნაპოლი" კაცნაკლული დარჩა. თუმცა, შეცვლაზე შესულმა სიმეონემ გაიტანა და ნეაპოლურმა გუნდმა გაიმარჯვა.

ბოლოს გულშემატკივრებმა გულთბილად გააცილეს გენუელთა ვეტერანი ფორვარდი კვალიარელა, რომელმაც კარიერა დაასრულა.

ერთი სიტყვით, „ნაპოლისა“ და კვარაცხელიასთვის დიდებული სეზონი დასრულდა, მწვრთნელი სპალეტი ერთწლიან შემოქმედებით შვებულებაში გავა და მომავალ სეზონში გუნდი ახალი თავკაცის ხელმძღვანელობით იბრძოლებს ახალი მწვერვალების დასაპყრობად.

ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“

ნაპოლი - სამპდორია 2:0
გოლები: 1:0 ოსიმენი (65), 2:0 სიმეონე (85)

მკითხველის კომენტარები / 13 /
ეს საუკვეთესო ფეხბურთელი რაღაა- ამიხსენითთ ერთი, თუ არ დაიზარებთ. პოზიციების მიხედვით საუკვეთესოებში ვერ მოხვდა პირველ ნომრად კი არა მესამე ნომრადაც კიი,გასაგებია მეკარის და მცველების პოზიციაზე არა, მაგრამ ნახევარმცველისა და შემტევის პოზიციაზე სამეულში მაიც უნდა იყოს, თუმცა იქაც ისეთები დაასახელეს ძნელია არ დაეთანხმო, თუმცა კამათი შეიძლება ,,,კი ვიძახით მაგარიაო, მაგრამ ძალიან რომ შედეგიანობას მოუკლო ფაქტია, არ მგონია ეს გაუთავებელი ქება- დიდება და საუკვეთესო ფეხბურთელობის ტიტული დაეხმაროს ფორმის დაბრუნებაში, თითქოს და მოტივაცია არ აქვსო, მაგრამ ოსიმენაც და სხვებიც.. ხომ იგივე მდგომარეობაშია, ფაქტიურად უკვე 15-16 თამაშია არაფერიც აღარ გამოსდის..ოსიმენა კვარას პასებით გახლდა ბომბარდირიოოო, ნაპოლი ჩემპიონი გახადაოოო, გავიძახით ამაყად, არა და 2 თებერვლის შემდეგ კვარას პასით ოსიმენას გოლი აღარ გაუტანია-ისე კი ამ პერიოდში 15 გაიტანა. რა გამოდის სეზონში სერია ა-ში სულ 35 ითამაშა და ბოლო 16-ში მიჯნით- შედეგი ნულიი. ახლა ნაკრებშიც უწევს თამაში ამ საშინელი სათამაშო ფორმის ფონზე და წარმომიდგენია რა კრიტიკს და კიდევ მეტის მოსმენა მოუწევ ამ ბიჭს არასასურველი შედეგის შემთხვევაში,როგორც ეროვნულში ისე 21-იანებში.....
SOSO
05 ივნისი 2023 12:29
3
სიმეონეს გოლის ასე მშრალად აღწერა მკრეხელობაა :D
შეტევა
05 ივნისი 2023 08:53
0
მართლაა? რაგაცა ვერ ვხედავთ ხალხო ცოტა კრიტიკით თუ არ შევხედეთ ამ ყველაფერს მარტო ქება არაფერს მოგვიტანს მარტო ის არ კმარა რომ ქართველია ხვიჩამ თამასა იმხელაზე აწია რომ უფრო მეტი გვინდა 13 თამაშია ნოლი კოეფიციენტი დადებითი შედეგი დანარჩენი თქვენთვის მომინდია
lasha
05 ივნისი 2023 00:30
10
რას ეძახი ნულ კოეფიციენტს ? ის რომ ამ ცამეტ თამაშში, მისი რამოდენიმე საგოლე პასი ვერ გამოიყენეს - ხვიჩას ბრალაი ? თან განაღდებული ჩემპიონობის ფონზე ?
კახა
05 ივნისი 2023 08:20
2
ეხლა ვიღაცეები გამოხტებიან და იტყვიან დამსახურებლად მოიგოოო მაგრამ პირველი წრის ფონზეა ეს ჯილდო სერიოზულად აქვს მოსამატებელი და რა დროს ცოლი იყო სულ გამოიფიტება ჩვენი ხვიჩუნია მე რათქმაუნდა მინდა რომ სულ ფორმაში იყოს მაგრამ ჩემი სუბიქტური აზრით ჯერ ვარსკვლავი არ არის კომპლექსები აქვს თუ დაააკვირდებით თამაშებს ჩავარდნილს როგორ განიცდის ხოდა ეს უშლის ხელს ცივსისხიანობა აკლია მაგრამ მოვა ესეც წარმატებები ხვიჩას
lasha
04 ივნისი 2023 23:50
21
ჭორიკანა ორღობის კაცად არ უნდა იქცე!
კრიტიკას ცოდნა ჭირდება და გარკვევა საკითხში.
ვარსკვლავიც არის და ნეაპოლელებისთვის მზეც!
საჩემპიონო ზეიმი აქვს ბიჭს და ეს უგოლო თამაშებს უთვლის.მარტო მოიგო ადამიანმა სკუდეტო.
ისიც არ გეყოთ მის ვარსკვლავობაში დასარწმუნებლად სერია ას საუკეთესო რომ გახდა.
კრიტიკით გამოასწორებს თურმე დივნის და კლავიატურის ექსპერტი :)))
ხვიჩას კრიტიკა არ აკლია იმ დღიდან რაც გამოჩნდა.
არცერთი სხვა ქართველი არ ყოფილა მსგავსი წნეხს ქვეშ თავიდანვე.
ხო შეგიძლიათ ერთი დღე მაინც გაიხაროთ. ზოგს ეგეც არ შეგიძლიათ.

პ.ს სხვის ქორწინებაზე თუ უქორწინებლობაზე კომენტარის გაკეთება არის უკიდურესად სამარცხვინო!
!!
05 ივნისი 2023 08:44
1
ხვიჩას თამაში ჯერ არ ჩაუგდია. ყველა თამაშში ბოლომდე იბრძოლა და ავლენდა თავის ტალანტს. ეხლა შენთვის თამაშის ჩაგდება თუ გოლის არ გატანაა, მაშინ ბოდიში. დიახაც პირველ წრეში შესაძლებელია იმდენი გააკეთო გუნდისთვის, რომ ეს საკმარისი იყოს N1 იყო!
დავით 67
05 ივნისი 2023 02:47
2
ყველა გამოხმაურება
შენ გაქვს ტვინში არასკმარისი შენ გაკლი ტვიში ფზიკური სიძლიერე ხვიჩამ იცის კარგად რა არის საჭირო
Ajelo anti
04 ივნისი 2023 23:39
9
ხვიჩამ ფიზიკაში სერიოზულად თუ არ მოუმატა 60 წუთის შემდეგ ვეღარ დარბის ისე იღლება, გახსნა თუ არ ისწავლა და დაყენებული დარტყმა თუ ვერ დაამუღამა ძალიან გაუჭირდება მომდევნო სეზონში გოლების და სტატების დადება გაშიფრული ყავთ მაგრამ ამას სისწრაფის ხარჯზე უნდა სძლევდეს რაც მეორე წრეა გამოცლილი აქვს ეს კი უმთავრესი გამოსასწორებელი კომპონენტია ვარსკვლავებს ყველას 50+ შეხვედრა უწევთ სეზონებში მაგრამ ასე არ იფიტებიან. კრიტიკაც საჭიროა გული გვწყდება ყველას ბოლო 13 შეხვედრაა გოლის გრაფაში 0 ასისტი 0. თვალში ნაცარს ნუ შევიყრით ეს ყველაზე ცუდ სამსახურს ისევ კვარას გაუწევს მომავალში რომ ამ მდგომარეობას არ დაკმაყოფილდეს. აგერ სათადარიგოდან შემოსულმა ზამენის ზამენა გაეტანომ 5 წუთში 3-ჯერ გაისროლა კარის ჩარჩოში როცა კვარამ მთელი 90 წუთში ვერ მოახერხა ეს რატომ? ვერ იხსნება კვარა სათანადოდ სახიფათო პოზიციაში ეს ფაქტია. ეს ცუდი ფორმა აღარაა რაღაც უნდა შეცვალოს უფრო ხშირად უნდა თავაზობდეს მის თავს თანაგუნდელებს სივრცეში გახსნილ პოზიციაში რომ გოლი გაიტანოს ან ასისტი გააკეთოს, ამას დიდი ფიზიკური სიძლიერე ჭირდება რაც ვერ აქვს ჩვენ ბიჭს ჯერ სათანადო დონემდე როგორც ჩანს.
Anjelo Antei
04 ივნისი 2023 23:07
10
სწორი შეფასება და კარგი ანალიზი,მაშინ იქნებოდა,ისიც რომ აღგენიშბა,ხვიჩა უკვე ორი სრული სეზონია,გადაბმულად,შეუსვენებლად თამაშობსო.გადაიღალა ბატონო!არ უნდა გადაღლილიყო?!წინა წელს,რუბინში,70-75 წუთს ათამაშებდნენ და ისე იღლებოდა,ბოლოსკენ,ვეღარაფერს აკეთებდა.წამოვიდა ბათუმში და აქაური დატვირთვები,შედარებადაც არ ღირს,თუმცა აქედან პირდაპირ ნაპოლიში გააგრძელა თამაში,შესვენების გარეშე და გრიგალიც დაატრიალა.სეზონში,სამჯერ თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს,ერთხელაც,ოსიმენმა დააჭარბა,ცოტათი!წლის საუკეთესო ფეხბურთელად გამოაცხადეს,ეს ყველასათვის უცნობი,პატარა ბიჭი,თანაგუნდელებთან ლაპარაკიც კი რომ არ შეეძლო და ეს რამდენ ძალისხმევად დაუჯდა,თუნდ ფიზიკური და თუნდ ფსიქოლოგიური კუთხით,ამის გააზრება მაინც შეგიძლიათ?!მარადონაც კი ვერ გახდა,იტალიის საუკეთესო ფეხბურთელი,ეს კი,გახდა!თანაც პირველივე სეზონში!მეტი რაღა უნდა გააკეთოს,რომ დაუჯეროთ,ფეხბურთით ცხოვრობსო?
ებრაელებმა,იესო ქრისტე არ სცნეს და ჩვენც,ბუნებაში გვაქვს,ჩვენ გმირებს არ ვცნობთ!კაცმა ხელის გულზე ერბოკვერცხი რომ შეგვიწვას,მარილი აკლია,ან კიდევ ერბოვო,დავუწუნებთ!ჯერ ცაში ავაფრენთ,მერე კი,დაუნდობლად დავანარცხებთ ძირს და ტალახსაც გადავასხამთ.როცა დავკარგავთ,მხოლოდ მაშინ ვაღიარებთ,გმირი იყოვო და გულზე ვიცემთ მჯიღს.რატომღაც გვავიწყდება,რომ გმირიც ადამიანია,მასაც აქვს ადამიანური სისუსტეები,ისიც იღლება,სტკივა,უყვარს,მასაც სჭირდება პირადი სივრცე.ზოგჯერ რაღაცა ეშლება კიდეც და როგორც კი ამას შევამჩნევთ,მრისხანედ ვუბრიალებთ თვალებს:-როგორ გაბედე და სისუსტე გამოავლინე,შენ გმირი არა ხარ!!!შენ არარაობა ხარ!!!!რაც ამ აბზაცში დავწერე,ეს ხვიჩას არ ეხება,ჩვენს ეროვნულ ხასიათზე დავწერე,მაგრამ ვინ იცის.ხვიჩაც უკვე ჩვენი გმირია და ღმერთმა არ ქნას,მასაც ისევე მოვექცეთ,როგორც გვჩვევია.
ხვიჩას და ნაპოლის კიდევ ერთხელ ვულოცავ ჩემპიონობას,ხვიჩას საუკეთესო ფეხბურთელობას და ვუსურვებ,კიდევ უფრო დიდ წარმატებებს.საკუთრივ ხვიჩას კი,ყველაფერ ამასთან ერთად,უდიდეს პირად ბედნიერებასაც ვუსურვებ.ქართველისთვის ხომ ოჯახი,მისი სიმტკიცის წყარო და ციხე სიმაგრეა!
სოსო
05 ივნისი 2023 12:04
2
ბიჭმა სკუდეტო მოიგო, საჩემპიონო ზეიმი აქვს და ეგენი ფეხბურთის თამაშს და დარტყმებს ასწავლიან :))
მაგისთვის მწვრთნელი და ტრენერები კი არ ჰყავს კვარას. კომენტარებს წაიკითხავს და ისწავლის.
აბა თქვენ იცით, კლავიატურის ექსპერტებო!
!!
05 ივნისი 2023 08:46
2
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული