"ნაპოლიმ" დიდებული საჩემპიონო სეზონი გამარჯვებით დაასრულა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს ბოლო ტურში „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე „სამპდორია“ 2:0 დაამარცხა.

„ნაპოლის“ ჩემპიონობა კარგა ხანია გარკვეული იყო, „სამპდორიას“ ქვედა დივიზიონში დაქვეითებაც და ამდენად, მატჩს არავითარი პრაქტიკული მნიშვნელობა არ ჰქონდა. შეხვედრის დაწყების წინ ხვიჩა კვარაცხელიას სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის, კიმ მინ ჯეს საუკეთესო მცველის, ვიქტორ ოსიმენს საუკეთესო თავდამსხმელის, ხოლო ლუჩანო სპალეტის საუკეთესო მწვრთნელის პრიზი გადასცეს.

მოლოდინისამებრ მასპინძლები თავიდანვე დაეუფლენ უპირატესობას, განუწყვეტლივ უტევდნენ, თუმცა რეალური მომენტის შექმნა უჭირდათ და პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. შესვენების შემდეგ თამაშის სურათი არ შეიცვალა, „ნაპოლი“ უპირატესობას ფლობდა, შანსი კი
კონტრიერიშზე სტუმრებს მიეცათ, მაგრამ გაბიადინის გატანა მეკარე მერეტმა არ დაანება. 62-ე წუთზე კი ოსიმენი მურუმ საჯარიმოში წააქცია და პენალტი თავად დაზარალებულმა გამოიყენა, რომელმაც 26-ე გოლი გაიტანა და ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. შემდეგ კვარაცხელიამ შეცვლაზე შესული გაეტანო მეკარეს პირისპირ შეჰყარა და მან მეტოქის კარის დალაშქვრა ვერ შეძლო. 83-ე წუთზე გაეტანომ ტრავმა მიიღო, მოედნის დატოვება მოუწია და რადგან სპალეტის ხუთივე ცვლილება განხორციელებული ჰქონდა, "ნაპოლი" კაცნაკლული დარჩა. თუმცა, შეცვლაზე შესულმა სიმეონემ გაიტანა და ნეაპოლურმა გუნდმა გაიმარჯვა.

ბოლოს გულშემატკივრებმა გულთბილად გააცილეს გენუელთა ვეტერანი ფორვარდი კვალიარელა, რომელმაც კარიერა დაასრულა.

ერთი სიტყვით, „ნაპოლისა“ და კვარაცხელიასთვის დიდებული სეზონი დასრულდა, მწვრთნელი სპალეტი ერთწლიან შემოქმედებით შვებულებაში გავა და მომავალ სეზონში გუნდი ახალი თავკაცის ხელმძღვანელობით იბრძოლებს ახალი მწვერვალების დასაპყრობად.

ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“

ნაპოლი - სამპდორია 2:0
გოლები: 1:0 ოსიმენი (65), 2:0 სიმეონე (85)

მკითხველის კომენტარები / 13 /
ეს საუკვეთესო ფეხბურთელი რაღაა- ამიხსენითთ ერთი, თუ არ დაიზარებთ. პოზიციების მიხედვით საუკვეთესოებში ვერ მოხვდა პირველ ნომრად კი არა მესამე ნომრადაც კიი,გასაგებია მეკარის და მცველების პოზიციაზე არა, მაგრამ ნახევარმცველისა და შემტევის პოზიციაზე სამეულში მაიც უნდა იყოს, თუმცა იქაც ისეთები დაასახელეს ძნელია არ დაეთანხმო, თუმცა კამათი შეიძლება ,,,კი ვიძახით მაგარიაო, მაგრამ ძალიან რომ შედეგიანობას მოუკლო ფაქტია, არ მგონია ეს გაუთავებელი ქება- დიდება და საუკვეთესო ფეხბურთელობის ტიტული დაეხმაროს ფორმის დაბრუნებაში, თითქოს და მოტივაცია არ აქვსო, მაგრამ ოსიმენაც და სხვებიც.. ხომ იგივე მდგომარეობაშია, ფაქტიურად უკვე 15-16 თამაშია არაფერიც აღარ გამოსდის..ოსიმენა კვარას პასებით გახლდა ბომბარდირიოოო, ნაპოლი ჩემპიონი გახადაოოო, გავიძახით ამაყად, არა და 2 თებერვლის შემდეგ კვარას პასით ოსიმენას გოლი აღარ გაუტანია-ისე კი ამ პერიოდში 15 გაიტანა. რა გამოდის სეზონში სერია ა-ში სულ 35 ითამაშა და ბოლო 16-ში მიჯნით- შედეგი ნულიი. ახლა ნაკრებშიც უწევს თამაში ამ საშინელი სათამაშო ფორმის ფონზე და წარმომიდგენია რა კრიტიკს და კიდევ მეტის მოსმენა მოუწევ ამ ბიჭს არასასურველი შედეგის შემთხვევაში,როგორც ეროვნულში ისე 21-იანებში.....
SOSO
12:29 05-06-2023
3
სიმეონეს გოლის ასე მშრალად აღწერა მკრეხელობაა :D
შეტევა
08:53 05-06-2023
0

სიახლეები პოპულარული