კვარაცხელია: ეს შემდგომი წარმატებისაკენ პირველი ნაბიჯია

AutoSharing Option
სერია A-ს ბოლო ტურში, საკუთარ მოედანზე "სამპდორიას" 2:0 დამარცხების შემდეგ, "ნაპოლის" ფეხბურთელებს ჩემპიონის თასი და ოქროს მედლები გადასცეს. სეზონის საუკეთესო ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ Dazn-ს განუცხადა, რომ ნეაპოლელები გუნდში მის მომავალთან დაკავშირებით ოპტიმისტურად უნდა იყვნენ განწყობილი.

- პირველ რიგში, მინდა, თანაგუნდელებს მადლობა გადავუხადო, მათ გარეშე ამ ჯილდოს ვერ მოვიპოვებდი. პარტნიორებმა თვითრწმენა შემმატეს და ადაპტაციაში დამეხმარნენ. ეს პრიზი მათაც ეკუთვნით.

- რომელი იყო სეზონის ყველაზე ლამაზი ეპიზოდი?
- უდინეში ჩატარებული შეხვედრა, როდესაც სკუდეტო მოვიგეთ. ეს დაუვიწყარი გახლდათ. თუმცა ეს შემდგომი წარმატებისაკენ პირველი
ნაბიჯია.

- შენს ყოველ თამაშს ქართველები ესწრებოდნენ...
- მადლობა მხარდაჭერისთვის ქართველ გულშემატკივრებს. მათ ნეაპოლი შეიყვარეს.

- თავს ლიდერად გრძნობთ?
- ამ გუნდში ოსიმენიდან დი ლორენცომდე ბევრი ლიდერია. ჩემს საქმეს ვაკეთებ და ვერ გეტყვით, ვარ თუ არა ლიდერი.

- მომავალს ოპტიმისტურად უყურებთ?
- რა თქმა უნდა, დაწყებული საქმე უნდა გავაგრძელოთ. იმედიანად იყავით, მე მიყვარს ნეაპოლი.

მკითხველის კომენტარები / 9 /
MADLOBA KHVICHA,ROMANI BABUAS UYVARKHAR.ME DIDI DINAMOS QOMAGI VIYAVI AKHLA KHOM ICI VISI QOMAGICA VAR.KIDEV DIDI MADLOBA ROM ASAKHELE CHVENI TANJULI SAMSHOBLO!!!!
ROMANI BABU
19:37 05-06-2023
0
წარმატებები ბრილიანტო, ეს მხოლოდ სიტყვებია ხვიჩა, უფალმა წყალობა არ მოგაკლოს და თავმდაბლობა არ მოგკლებოდეს ეს შენ უფრო დიდ პიროვნებად წარმოგაჩენს და უფალთან უფრო ახლოს გამყოფებს. არ მოუსმინო ჩვენ ლამაზ სიტყვებს გვიყვარხარ და უფალს ვთხოვ სულ ასეთ ადამიანად დარჩე სიცოცხლის ბოლომდე!
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული