"პირველი კოცნა, რომელიც არასდროს დაგავიწყდება" - "ნაპოლის" გვერდი ხვიჩასა და ნიცას ფოტოს აქვეყნებს [PHOTO]

AutoSharing Option
Facebook-ზე "ნაპოლის" ოფიციალური გვერდი ხვიჩა კვარაცხელიასა და მისი საცოლის, ნიცა თავაძის ფოტოს აქვეყნებს, სადაც ისინი თასს კოცნიან.

"პირველი კოცნა, რომელიც არასდროს დაგავიწყდება", - ვკითხულობთ პოსტის აღწერაში.

Sportall.Ge

შეგახსენებთ, რომ გუშინ "ნაპოლის" კუთვნილი თასი და ოქროს მედლები გადასცეს.
მკითხველის კომენტარები / 14 /
ეგერ ელმასი საერთოდ კვარას შემცვლელი იყო მთელი სეზონი და კვარას გამო სკამზე იჯდა მარა მშვენივრად აღნიშნა სკუდეტო მთელი ოჯახით და ძალიან ბედნიერად გრძნობს თავს , თავისი ქვეყანა ჩემპიონს ეძახის და არანაირი კომპლექსი არ აქვს იმის, რომ მთელი სეზონი შეცვლაზე შედიოდა.
ახლა პირიქით რომ წარმოვიდგინოთ, კვარა რომ ყოფილიყო ცვლილების ფეხბურთელი და ბოლო 15 წუთი ეთამაშა აქ ხო სიცილით დაიხოცებოდით, კი აბა მაგან მოიგო ზუსტად სკუდეტოო, ეგეთ კომენტარებს დაწერდით. მართლა რომ უდიდეს წვლილი დადო ჩემპიონობაში იმაზეც კი ქილიკობთ და წარმომიდგენია რას იზამდით. ზოგიერთი კმაყოფილებისგან კრუტუნსაც დაიწყებდა...
რათამაუნდა ეგ ბოღმა არსად წასულა და შემდეგ სეზონში თუ ტიტულები ვერ დადო კვარას გუნდმა, ისევ იჩენს თავს.
!!
05 ივნისი 2023 23:22
0
ხო ძალიან ადარდებს ამ ხუტას ხვიჩას ბედი შე კაი ადამიანო ისიამოვნე დატკბი ამ ლამაზი ემოციებით რასაც გვაწვდი ეს ბიჭი. რა ბოღმა გახრჩობს რა გჭირს. ქართველი არ ხარ? და ბოლოს შებზე კარგად იცის ამ ბიჭმა რომ კიდევ ბევრი აქ საშრომი და თავში არ ავარდნია ეს წარმატება. და კიდევ არც ერთი წამით არ დავიწყებია თავისი ქვეყანა.მადლობა მას ამ ყველაფრისთვის
ფატი
05 ივნისი 2023 23:19
1
ვიდეო დაგედოთ რაა უფრო კარგი იქნებოდა ! მე ვუყურე იმ ცერემონიას და ეს მომენტი არ იყო იქ ვიღაცა გოგოები თუ ქალები შევიდნენ მოედანზე ქართული დროშებით ორნი და ხვიჩასთანაც მივიდნენ მაგრამ შორიდან არ გამოჩდა კარგად
zura222
05 ივნისი 2023 22:28
0
აქეთ, აქეთ, ადიდეთ! არავითარი კრიტიკა!! ზედიზედ ცამეტ თამაშში რომ თავდამსხმელი ვერც გოლს გაიტანს და ვერც საგოლე პასს შეასრულებს ... აქეთ აქეთ, მისი ყველა ნაბიჯი აღწერეთ. ბარემ მის საძინებელშიც შეგვიძეხით... ბევრი წგვიხდენია ასე მუდმივი ქებით. ღმერთო, ხვიჩა დაიფარე!
xuta
05 ივნისი 2023 18:02
88
ტელევიზიებს არ ვუყურებ მაგრამ ყველა ოპოზიციურმა არხმა დადო სოც. ქსელში ხვიჩას ამბავი და არავის დაუმალავს ეგ. ეს ნაცად და ქოცად სანამ იქნებით დაყოფილი ნეტა.
ტელევიზიებს არ უყუროთ ხალხო, არც ერთს და არც მეორეს თორე კი გეტყობათ კომენტარებში ქოცის და ნაცის იქეთ რომ ვერ იხედებით. ზუსტად ასეთებზეა გათვლილი ტელევიზიები!!
ყველას კომენტარზე ვატყობ ვინ უყურებს ტელევიზიებს, ყველა პროპაგანდისტული ენით საუბრობთ მერე!

ახლა ხუტას მივმართავ, რომელსაც რატომღაც ხვიჩას ქება არასასიამოვნოდ ხვდება ყურში. უკაცრავად მაგრამ თქვენ ჯერ არ იცით თუ რომელიმე ინფორმაცია არ მოგწონთ და გაღიზიანებთ მისი დაბლოკვა რომ შეგიძლიათ?
როცა ლეგენდები საუბრობენ ხვიჩაზე, როცა ტიერი ანრი მისით აღფრთოვანებულია და ჯეიმი კარაგერი საოცრებებს საუბრობს, ქართველებმა თავზე ნაცარი დავიყაროთ და ვითომ ხვიჩა საერთოდ არ გვყავს? თუ როგორ მოვიქცეთ?
სად დაინახეთ ეს ქება-დიდება ასე რომ შეგაწუხათ?
ხვიჩას გამოჩენის დღიდან რომ წნეხი და კრიტიკა აქვს საქართველოდან ისე არავის ჰქონია.
ჩაკვეტაძე რომ გამოჩნდა მთელი ერი იყო მიჩერებული და ტრავმას რომ მიიღებდა ყველა ამხნევებდა.
ხვიჩამ კი ერთხელ მიიღო სანაკრებო პაუზის დროს ტრავმა და ისეთი სიბინძურეები აკადრეს აქედან, ტრავმა მოიგონაო, ნაკრებში თამაში არ უნდაო. პოსტიც კი დაწერა მაშინ მახსოვს.
რა ქება-დიდებაზეა ლაპარაკი. ან საერთოდ ვინ გთხოვს ქებას, რაში ჭირდება ხვიჩას ძალით გულშემატკივრები?
წადით სხვა რამით დაკავდით. უამრავი ფეხბურთელი არსებობს და გუნდი.
ვისაც ხვიჩა მოგვწონს და ვგულშემატკივრობთ გაგვატარეთ.
ვითომ ისე წუხხართ მასზე, რომ ხოლოდ კრიტიკით გინდათ გამოასწოროთ არა?
მოეშვით ფარისევლობას. არავინ გაძალებთ ხვიჩას მოწონებას!!!
!!
05 ივნისი 2023 23:35
0
დაიწყნარე ნერვები ქება ყველას არ აფუჭებს აფუჭებს იმას ვინც არაა შრომის მიყვარე და კაი აღზრდილი. ამ ბავშვს ყველაფერი აქ და არ ავარდნია თავში უფრო მეტი რო უნდა იშრომოს შებზე კარგად იცის.ასე რომ ბოღმამ არ გაგგუდოს. წარმატებები მას და დიდი მადლობა ყველა ემოციისთვის რაც გვაჩუქა
ფატი
05 ივნისი 2023 23:10
0
ყველა გამოხმაურება
გენაცვალე ხვიჩა!
სოხუმელი ვეტერანი
05 ივნისი 2023 17:46
2
ბევრი გამარჯვება გეზეიმოთ ერთად!!❤️
ლია
05 ივნისი 2023 16:16
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული