დამსახურებული აღიარება - მამარდაშვილი საუკეთესოდ დაასახელეს

AutoSharing Option
"ვალენსიამ" დიდი გაჭირვებით შეინარჩუნა ლა ლიგაში ადგილი და ამაში ერთ-ერთი მთავარი წვლილი (თუ არა უმთავრესი) მეკარე გიორგი მამარდაშვილმა შეიტანა. plazadeportiva-ს ცნობით, ქართველი გუნდის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს და პრიზი Trofeo Jugador 99.9 Plaza Radio გადასცეს.

მამარდაშვილი პრიზით სპორტული პროგრამის, El Matx-ის დირექტორმა პაკო პოლიტამ დააჯილდოვა.

გამარჯვებული რადიომსმენელების გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა. მამარდაშვილმა 32 ქულა მიიღო, სამუელ ლინომ - 23, ხოლო ხავი გერამ - 18.

Sportall.Ge

99.9 Plaza Radio "ღამურების" საუკეთესო ფეხბურთელს მესამე წელია ასახელებს. ორჯერ პრიზის მფლობელი გონსალო გედეში გახდა. გასულ წელს
"მამარდა" მეორე ადგილზე გავიდა.

plazadeportiva აღნიშნავს, რომ მამარდაშვილი საკვანძო ფეხბურთელი იყო და არაერთხელ გადაარჩინა თავისი გუნდი.

მკითხველის კომენტარები / 6 /
აბა რაა მასეა საუკეთესოა გიო და უდიდეს წარმატებას ვუსურვებ მას,არ მოდუნდე გიორგი უფრო მეტი და მეტი შრომა ათმაგად და ასმაგად.
გეგი
16:42 07-06-2023
0
ხო,იმ მცველმა თვითონ დაპოსტა-არ არიან რასისტები ბუიშვილი ვიყოო
Levani
22:24 06-06-2023
18

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული