"ასეთ სიურპრიზს მისგან არ ველოდი, რის გამოც მინდა მადლობა გადავუხადო" - მამუკა ჯუღელი "კვარაზე"

AutoSharing Option
Geo Team-ი ნეაპოლში ჩავიდა და "პარტენოპეის" საჩემპიონო თამაშზე ბლოგი ჩაწერა.


მამუკა ჯუღელთან ინტერვიუ


"ხვიჩას პირველ სეზონს ნეაპოლში დადებითად შევაფასებ, დიდი სახელი დატოვა და იმედი მაქვს, რომ მეორე სეზონი უფრო ძლიერი იქნება, იმიტომ, რომ ხვიჩა არის ფეხბურთელი, რომელსაც ყველაფრის გაკეთება შეუძლია როგორც მოედანზე, ისე მის გარეთ. მე კიდევ უფრო მეტს ველოდები მისგან, მჯერა მაგის და ვიცი, რომ შემდეგი სეზონი უფრო წარმატებული ექნება. ახლა შეიძლება ხალხმა თქვას, მეტი რაღა წარმატებით უნდა ქნასო, თუმცა ვიცი მისი შესაძლებლობები, ვიცი, რა ადამიანია და რა პროფესიონალიცაა.
უნიჭიერესია და უფრო მეტს და მეტს ველი მისგან.


თავიდან ნეაპოლში მე და ხვიჩა ჩამოვედით. "პარტენოპეი" დიდი გუნდი იყო, არც ხვიჩას, არც მე, არც მამამისს და არც ჩვენი ოჯახის წევრებს ეჭვი არ გვეპარებოდა, რომ ხვიჩა აქ ითამაშებდა. ვიცოდით, რომ "კვარა" ძირითად შემადგენლობაში აუცილებლად მოხვდებოდა. ალალად რომ გითხრათ, ასეთ სიურპრიზს არ ველოდი, რის გამოც მინდა მადლობა გადავუხადო მას, ასევე "ნაპოლის" ხელმძღვანელობას, რომ ენდნენ. რაც გააკეთა, ვიტყვი, რომ ეს მარტო ხვიჩას შეეძლო. თუ რამე გასაკეთებელი იყო, ყველაფერი გააკეთა, მე მისგან მაქსიმუმი მინდა, 42 რომ გაიტანოს, 48 მენდომება, მაგრამ ასე ხომ არაა, ეს სერია A არის. ვთვლი, რომ ხვიჩას ჩავარდნა არ ჰქონია.


კვარაცხელიას ჯერ გუნდთან კონტრაქტი აქვს, რა თქმა უნდა, გაუმჯობესება იქნება, დავილაპარაკებთ ხელმძღვანელობასთან. რასაც წერენ, ცრუ ინფორმაციებია, პირველი მე და ხვიჩამ უნდა ვიცოდეთ, მაგრამ არის სურვილი, რომ დავსხდეთ და ვილაპარაკოთ მისი პირობების გასაუმჯობესებლად, როგორც გუნდის მხრიდან, ისე ჩვენი მხრიდან.


რაც შეეხება მოახლოებულ ევროპის ჩემპიონატს, აზაროვი, კვარაცხელია, დავითაშვილი, ეს ბიჭები ეროვნულ ნაკრებში არიან; ბიჭები ყველანი მზად არიან, რომ ითამაშონ; ყველანი ნაკრებში მიდიან. ჩემი აზრით, ამ ევროპაზე ძალიან კარგად გამოვალთ, იმიტომ, რომ ძალიან მაგარი ნაკრები გვყავს, რადგან სათამაშო შესაძლებლობა აქვთ. გამოჩნდნენ მაგარი ფეხბურთელები, იგივე ივა გელაშვილი, "საბურთალოში" თამაშობს, ჩვენს ჩემპიონატში ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური მცველია და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ივა ამ ევროპის ჩემპიონატს მაგარ დონეზე ჩაატარებს და ისიც კარგ გუნდში მოხვდება. გელაშვილის გარდა, არიან კიდევ კარგი ბიჭები, იგივე მექვაბიშვილი, არ მინდა მოვყვე, რადგან ვიღაცას გული არ დასწყდეს. ძალიან დიდი სიურპრიზი იყო ჩიხრაძის გამოჩენა, ბოლოს და ბოლოს საქართველოში გამოჩნდა ისეთი ფეხბურთელი, რომელმაც გოლის გატანა იცის. ბოლო პერიოდს ვიძახი, არ ვეხები არველაძეებს და კობიაშვილს და იქით. ბოლო პერიოდს ვიძახი, აშვეთიას წასვლის შემდეგ, სწორად რომ გამიგოთ, გოლის გამტანი ფორვარდი გვაკლდა, დიდი დონის გოლის გამტანი, კარზე რომ იყოს დაგეშილი, არაფრიდან მომენტს ნახულობდეს, ასეთია ჩიხრაძე".


სრული ვიდეო:





მკითხველის კომენტარები / 9 /
ხვიჩას ნიჭთან ერთად იღბალიც ქონია ნაპოლიმ რომ იყიდა სადაც სპალეტის ჭკვინურ ტაქტიკას მოერგო და პარტნიორად უმაგრესი ოსიმენი ყავდა.მეეჭვება იტალიის ტრადიციულად ძლიერ კლუბებში ამხელა წარმატება ქონოდა.
ჩემი აზრით
09 ივნისი 2023 12:14
11
პრედლაჟენიები არ გაქვს რამე?
ბექა
09 ივნისი 2023 10:14
0
ექნება ოპტომ :))
;))
10 ივნისი 2023 01:50
0
ჩიხრაძისა არ ვიცი, მაგრამ მიქაუტაძის გოლეადორობისა კი მეიმედება
ბექა
09 ივნისი 2023 02:26
0
საჩუქარი რო წაციკითხე ვიფიქრე რამე კუნძული მარსზე ბილეთი ან და მანქანის ნომერი ჯუღ ასი :D
ნოდო
08 ივნისი 2023 18:46
7
მარსზე ბილეთი ჩვენ მტერს ნოდო!
ერვანდა
30 ივლისი 2023 06:13
0
და რა შუაშია კობიევი?
კარგით რა
08 ივნისი 2023 17:51
19
თუ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 2023 წლის ევროპის ჩემპიონატზე მოხვდება სამეულში, მაშინ ჩვენი ოლიმპიური ნაკრები პირველად ისტორიაში მიიღებს მონაწილეობას ოლიმპიურ თამაშებში(2024,პარიზი)! ამიტომ ჩვენი ახალგაზრდული ნაკრების მთლიანი შემადგენლობით( მათ შორის კვარაცხელია, მიქაუტაძე, მამარდაშვილი, დავითაშვილი და სხვები ვისაც აქვს უფლება) გამოსვლას ევრო-2023 მატჩებში აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, რადგან ამ შემადგენლობით გვაქვს კარგი შანსი არამარტო გავიდეთ 2024 წლის ოლიმპიადაზე არამედ წარმატებით ვითამაშოთ პარიზში! P.S. 2024 წლის ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრები მოხვდება იმ შემთხვევაშიც, თუ ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატში(2023) ჩვენ დავიკავებთ მე-4 ადგილს და თუ საფრანგეთი მოხვდება სამეულში!
თენგიზ პაჭკორია
08 ივნისი 2023 17:02
4
სულ მაგას ვიძახი რომ არ ელოდით და მაგის გამო გამოსასყიდი თანხა არ შეიტანეთ კონტრაქტში, ეს იყო ძალიან დიდი შეცდომა, რომელიც მომავალში გამოჩნდება
მამუკა
08 ივნისი 2023 16:36
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული