"კვარაცხელიათი "რეალია" დაინტერესებული - დე ლაურენტისი გამაოგნებელ თანხას ითხოვს" - Mundo Deportivo

AutoSharing Option
Calcio Napoli და Area Napoli Mundo Deportivo-ზე დაყრდნობით იტყობინებიან, რომ "რეალი" გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას სამსახურით დაინტერესებულია, მაგრამ "ნაპოლის" პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი თავის ძვირფას ფეხბურთელს არ დათმობს და განსაცვიფრებელ თანხად აფასებს:

"საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ხვიჩა კვარაცხელიას "რეალის" მიმართ განსაკუთრებული აღმაფრთოვანებელი დამოკიდებულება აქვს. ბავშვობიდან მოყოლებული, ის უყურებდა, როგორ სასწაულებს ახდენდა "ბლანკოსის" მაისურით მისი კერპი რონალდო. თვით ხვიჩას გარემოცვამ ცოტა ხნის წინ დაადასტურა, რომ უნდა ოდესმე "რეალში" ითამაშოს, რომელსაც "ნაპოლის", "მილანისა" და "იუვენტუსის" ყოფილი თავკაცი კარლო ანჩელოტი წვრთნის. ვინ იცის, იქნებ
მალე ოცნება აუხდეს.

"მუნდო დეპორტივოს" ცნობით, "რეალი" სერია A-ს ნამდვილ აღმოჩენასა და სეზონის საუკეთესო ფეხბურთელზე ინფორმაციას აგროვებს.

თუმცა, "ნაპოლის" პრეზიდენტი აურელიო დე ლურენტისი თავის მარგალიტს ასე ადვილად ვერ შეელევა - მხოლოდ გამაოგნებელი თანხის, 150 მილიონი ევროს სანაცვლოდ. წინააღმდეგ შემთხვევაში, 77 ნომერი ნეაპოლში დარჩება".

მკითხველის კომენტარები / 21 /
მუნდო დეპორტივოს უფრო ნაკლებად დაეჯერება ვიდრე უბრალო ყავაზე მომკითხავეს
BOSS
19:31 10-06-2023
0
კვარა რაღათ გინდათ ისე ნაკლებს მაფიოზობთ?ისტორიას არ ახსოვს ასეთი რამე როდისმე სადმე ეთქვას მწვრთნელს.მამა ზეციერი ვერ გაგიყვანთ ჯგუფურზე სანამ დედამიწაზე ეს ცივილიზაცია არსებობს და ეგ მწვრთნელი გაგიყვანთ?თანაც თავის ინიციატივით თქვა ვითომ რაც თქვა?ან ეს ნახევარი რამდენია რო? Იქნებ იმაზე მეტია ვიდრე სხვისა მთლიანი? Და ეჭვი არ გიჩნდებათ რო უკვე ძაღლის თავია დამარხული მაგ მწვრთნელის ჩამოყვანაში?
ისე გორის დილასთან დადებულ პენალტზე როგო ხართ გაჩუმებული...
Წარმოგიდგენიათ რა ამბავი იქნებოდა აქ პირიქით ტორპედოს კარში რო დაენიშნათ?
აქ იქნებოდა მოთქმა და გოდება მტრისას...
Ტორპეეეეეეეედოოოოო....
ქუთაისელი-ს
16:45 09-06-2023
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული