"კვარაცხელიათი "რეალია" დაინტერესებული - დე ლაურენტისი გამაოგნებელ თანხას ითხოვს" - Mundo Deportivo

AutoSharing Option
Calcio Napoli და Area Napoli Mundo Deportivo-ზე დაყრდნობით იტყობინებიან, რომ "რეალი" გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას სამსახურით დაინტერესებულია, მაგრამ "ნაპოლის" პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი თავის ძვირფას ფეხბურთელს არ დათმობს და განსაცვიფრებელ თანხად აფასებს:

"საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ხვიჩა კვარაცხელიას "რეალის" მიმართ განსაკუთრებული აღმაფრთოვანებელი დამოკიდებულება აქვს. ბავშვობიდან მოყოლებული, ის უყურებდა, როგორ სასწაულებს ახდენდა "ბლანკოსის" მაისურით მისი კერპი რონალდო. თვით ხვიჩას გარემოცვამ ცოტა ხნის წინ დაადასტურა, რომ უნდა ოდესმე "რეალში" ითამაშოს, რომელსაც "ნაპოლის", "მილანისა" და "იუვენტუსის" ყოფილი თავკაცი კარლო ანჩელოტი წვრთნის. ვინ იცის, იქნებ
მალე ოცნება აუხდეს.

"მუნდო დეპორტივოს" ცნობით, "რეალი" სერია A-ს ნამდვილ აღმოჩენასა და სეზონის საუკეთესო ფეხბურთელზე ინფორმაციას აგროვებს.

თუმცა, "ნაპოლის" პრეზიდენტი აურელიო დე ლურენტისი თავის მარგალიტს ასე ადვილად ვერ შეელევა - მხოლოდ გამაოგნებელი თანხის, 150 მილიონი ევროს სანაცვლოდ. წინააღმდეგ შემთხვევაში, 77 ნომერი ნეაპოლში დარჩება".

მკითხველის კომენტარები / 21 /
არაფერი ძვირს არ ითხოვენ,თავის პოტენციალით მეტიც ღირს კვარა,ხოდა არც რეალისთვისაა ეს თანხა უსაშველო.(მეკი ბარსაში მინდა ხვიჩა მარა)
ოტო
09 ივნისი 2023 09:33
6
ჩემი აზრით ერთი წელი კიდევ უნდა დარჩეს ნეაპოლში. რეალმა სათადარიგო სკამზე არ დასვას.
მერაბი
09 ივნისი 2023 09:22
6
ეგ სწორედაც რომ ზუსტი თანხაა დღეის მდგომარეობით,მომავალ სეზონზე კი 200 გახდება,იცის ლაურენტისმა ჩვენი ხვიჩას ფასი,
ზაზა
09 ივნისი 2023 05:01
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული