ზიდანი კვარაცხელიას მწვრთნელად? - 27 ივნისამდე ყველაფერი გვეცოდინება

AutoSharing Option
"ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა განაცხადა, რომ გუნდის ახალი მწვრთნელს 27 ივნისამდე დაასახელებს.

დღევანდელი იტალიური გამოცემა Repubblica კი გვიყვება, რომ "პარტენოპეის" პრეზიდენტის სიაში კიდევ ერთი და თანაც ძალიან ცნობილი მენეჯერი მოხვდა.

საუბარი ზინედინ ზიდანზეა და გავრცელებული ინფორმაციით, კინოპროდიუსერი ფრანგთანაც აპირებს გასაუბრებას.

ლუჩანო სპალეტის შესაძლო შემცვლელთა შორის 40-მდე გვარი სახელდება. ბოლო დროს ყველაზე აქტიურად ვინჩენცო იტალიანოსა და კრისტოფ გალტიეს სახელები ჟღერდა, მაგრამ უსამსახუროდ დარჩენილმა ზიდანმა, რომელმაც ახლახან პსჟ-ის ჩაბარება იუარა, იქნებ კვარაცხელიას გუნდი გაწვრთნას.. 

altპსჟ-მა გუნდის მწვრთნელობა კვლავ ზიდანს შესთავაზა -

ფრანგის პასუხიც ცნობილია
მკითხველის კომენტარები / 10 /
მაურინიოა ზედ გამოჭრილი ნაპოლზე.
მე ქართველი ვარ
22:39 09-06-2023
8
ზიზუ ? შანსი არაა..
კიმო
18:55 09-06-2023
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული