ზიდანი კვარაცხელიას მწვრთნელად? - 27 ივნისამდე ყველაფერი გვეცოდინება

AutoSharing Option
"ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა განაცხადა, რომ გუნდის ახალი მწვრთნელს 27 ივნისამდე დაასახელებს.

დღევანდელი იტალიური გამოცემა Repubblica კი გვიყვება, რომ "პარტენოპეის" პრეზიდენტის სიაში კიდევ ერთი და თანაც ძალიან ცნობილი მენეჯერი მოხვდა.

საუბარი ზინედინ ზიდანზეა და გავრცელებული ინფორმაციით, კინოპროდიუსერი ფრანგთანაც აპირებს გასაუბრებას.

ლუჩანო სპალეტის შესაძლო შემცვლელთა შორის 40-მდე გვარი სახელდება. ბოლო დროს ყველაზე აქტიურად ვინჩენცო იტალიანოსა და კრისტოფ გალტიეს სახელები ჟღერდა, მაგრამ უსამსახუროდ დარჩენილმა ზიდანმა, რომელმაც ახლახან პსჟ-ის ჩაბარება იუარა, იქნებ კვარაცხელიას გუნდი გაწვრთნას.. 

altპსჟ-მა გუნდის მწვრთნელობა კვლავ ზიდანს შესთავაზა -

ფრანგის პასუხიც ცნობილია
მკითხველის კომენტარები / 10 /
მაურინიოა ზედ გამოჭრილი ნაპოლზე.
მე ქართველი ვარ
09 ივნისი 2023 22:39
8
ზიზუ ? შანსი არაა..
კიმო
09 ივნისი 2023 18:55
2
პსჟ არ ჩაიბარა და ნაპოლში წავა?? დაივიწყეთ ზიდანი და მისნაირები. არცერთი მაღალი დონის ამბიციური მწვრთნელი არ წავა ნაპოლიში მითუმეტეს ლაურენტისთან სამუშაოდ.
სავარაუდოდ ვიმჩენცო იტალიანო ან კიდევ რაფა ბენიტესი იმიტომ რომ წლებია უმუშევარია
გუჯი
09 ივნისი 2023 14:57
7
კარგი იქნება ზიზუ თუ დაინიშნება მაგრამ არ მგონია
ტოტტი
09 ივნისი 2023 14:49
4
და რა არის ასახსნელი, ნაპოლი-იტალია-ლაურენტისი... რაშუაშია ქართველი მწვრთნელი
გიორგი
09 ივნისი 2023 12:56
3
სიაში ქართველი მწვრთნელი, რატომ არ არის? ამიხსენით თუ შეიძლება.
დიმა
09 ივნისი 2023 12:29
19
ხალხო, ირონიას თუ ვერ ხვდებით ეგ თქვენი ბრალია, 40 მწვრთნელის გვარი დაასახელა სპორტალ.გე-მ, ერთი ქართველიც დაეწერათ ვინმე!!
დიმა
09 ივნისი 2023 18:31
0
ცეცვაძეს იწვევდნენ, მაგრამ ფული იციტავა.
ფეოლა
09 ივნისი 2023 17:38
1
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული