ეს საინტერესოა - მიქაუტაძე "იუვენტუსში" მილიკს შეცვლის?

AutoSharing Option
"მეცის" თავდამსხმელ გიორგი მიქაუტაძით "იუვენტუსის" დაინტერესების თაობაზე ორი ავტორიტეტული იტალიური სპორტული გამოცემა იტყობინება.

Calciomercato წერს, რომ "იუვენტუსს" უახლეს ისტორიაში, შესაძლოა, ყველაზე რთული სატრანსფერო პერიოდი ელის, გენერალური დირექტორი ჯოვანი მანა და კრისტიან ჯუნტოლი, რომელიც "ნაპოლის" დატოვებს და ადრე თუ გვიან ტურინულ კლუბს შეუერთდება, საკადრო საკითხების მოგვარებას შეეცდებიან. სწორედ ამაზე ისაუბრეს მილანში სადილისას მან და გუნდის მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ.

ბევრი რამ იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ ვინ დატოვებს "იუვეს". ანხელ დი მარიას და ლეანდრო პარედესის წასვლა უკვე გადაწყვეტილია, დუშან ვლაჰოვიჩის გაყიდვაზე "ჩელსისთან" მიმდინარეობს
მოლაპარაკება (80 მილიონ ევროს ითხოვენ), ალექს სანდროს, ადრიენ რაბიოს, ხუან კუადრადოს და არკადიუშ მილიკის საკითხი გადასაწყვეტია. კლუბი რაბიოსთან თანამშრომლობის გაგრძელებას, ხოლო მილიკთან დაკავშირებით საიჯარო ხელშეკრულების გაგრძელებას იმედოვნებს, რომლის კონტრაქტის "მარსელისგან" 7 მილიონად (პლუს, 2 მილიონი ბონუსების სახით) გამოსყიდვაზე უარი თქვა.

გამოცემა იტყობინება, რომ პოლონელის ალტერნატივად მოულოდნელად "მეცის" ქართველი ლეგიონერის, გიორგი მიქაუტაძის კანდიდატურა გამოჩნდა, რომელმაც გასულ სეზონში საფრანგეთის ლიგა 2-ში 23 გოლი გაიტანა.

ანალოგიურ ინფორმაციას ავრცელებს tuttosport-ი სათაურით - "იუვე"-ალეგრი: სტრატეგია სადილზე, რაბიოდან მიქაუტაძემდე":

"დაცვის ფლანგების გასაახლებელი ახალი შესაძლო სახეების, ფაბიანო პარიზისა (ემპოლი) და ფილიპო მისორის (რომა) გარდა, მილიკის ალტერნატივად ფრანკო-ქართველი გიორგი მიქაუტაძე იქნა შეთავაზებული. ახლა ბურთი სრული დატვირთვით მომუშავე სატრანსფერო გუნდს გადაეცემა, რომელიც ჯუნტოლის მოსვლასთან დაკავშირებით ალეგრისთან თანამშრომლობის მოლოდინშია. მაქსი კი მზადაა, დასასვენებლად სარდინიაზე წავიდეს".

მკითხველის კომენტარები / 8 /
მგონი, ვიპყრობთ ევროპას. გენაცვალეთ, ქართველებო!
ILIA - ძირს რუსეთის დამპალი იმპერია!
09:14 14-06-2023
3
Juventus-ი შესანიშნავია, მაგრამ ჩვენთვის იდეალური ვარიანტია Napoli, სადაც მას და კვარაცხელიას უკეთესად შეთამაშების საშუალება ექნებათ, და უკეთ ითამაშებენ ნაკრებში.
ქ. გ.
09:19 14-06-2023
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული