საქართველოს ნაკრების ორმა გამორჩეულმა ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ და ზურიკო დავითაშვილმა, ერთმანეთზე ისაუბრა.
ზურიკო დავითაშვილი:
"როგორ შევაფასებდი ხვიჩას 1 სიტყვით? ფენომენალური, ალბათ და გამაოგნებელი. ასეთ სეზონს, ალბათ, თვითონაც არ ელოდა. ყოველთვის მაქსიმალისტია, უნდოდა ყველაფერი, მაგრამ შეიძლება თვითონაც რომ ჩადიოდა, გულის სიღრმეში არ ელოდა ასეთ მაგარ სეზონს. ყველაფერი დაიმსახურა, რაც გააკეთა და როგორც გააკეთა. რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა, დღეს ჩამოსულიყო შეკრებაზე, ჩემპიონთა ლიგის ფინალი ეთამაშა, მაგრამ ცოტა დააკლდა".
ხვიჩა კვარაცხელია:
"მე დავარქმევდი პერსონალურად ჯადოქარს. ისეთ დროს გაიტანა ეს გოლები, როცა ძალიან სჭირდებოდა "ბორდოს", ზუკას გოლები ძალიან დაეხმარა მათ. თან ისე გაიტანა, რომ კაცს ატყუებს, ძალიან ლამაზად. ამიტომ ჯადოქარს დავარქმევდი".
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა კვიპროსი სტუმარ 2:1 დაამარცხა, ხვალ, 20 ივნისს კი შოტლანდიას შეხვდება.
ვიდეო აღებულია Goat.kvara-ს "ტიკ-ტოკ გვერდიდან"