წყაროს ცნობით, ქართველი მეკარის დამატებით პრემიერლიგის კლუბები: "ასტონ ვილა", "ჩელსი", "ბრაიტონი", "ტოტენჰემი", "მანჩესტერ იუნაიტედი" და "ბარნლი" ინტერესდებიან, თუმცა "ღამურებისთვის" ოფიციალური წინადადებით არცერთ მათგანს არ მიუმართავს.
"ლა ლიგის სეზონის დასაწყისში მისი სატრანსფერო ფასი 50 მილიონი ევრო გახლდათ, თუმცა, "ვალენსიას" რთული ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით, მისი ფასი 20-25 მილიონს არ უნდა გადასცდეს. მაგრამ გიორგის ფასი ჯერ კიდევ უცნობია", - წერს გამოცემა.
შეგახსენებთ, ლა ლიგის 2022/23 წლების სეზონში "მამარდამ" ყველა მატჩი შეუცვლელად ითამაშა.
მამარდაშვილის "ჩელსიში" გადასვლა გამოირიცხა - პოჩეტინო კეპას ძირითად მეკარედ მიიჩნევს
მამარდაშვილის დამატებით იტალიური გრანდიც ინტერესდება - შესაძლო ტრანსფერი მოქმედი მეკარის ბედზე გადის
"ჩელსის" ონანას შეძენა უნდა, თუმცა მამარდაშვილის ტრანსფერი უფრო რეალურია