"მისი ტექნიკური არსენალი საერთოდ სხვაგანაა" - სოციალური ქსელი ხვიჩას კვიპროსთან მომენტებით აფეთქდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა პორტუგალიის (2:0) დამარცხების შემდეგ შოტლანდიაში განცდილი დასანანი მარცხი გადაფარა.

სოციალურ ქსელში კვიპროსთან (2:1) გამართულ შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიას ცრუ მოძრაობებზე მთელი მსოფლიო ალაპარაკდა. პლატფორმა ტიკ-ტოკზე "კვარას" მომენტებს სხვადასხვა ცნობილი გვერდი ეხმაურება.

"დაასახელეთ ფეხბურთელი, რომელსაც უკეთესი ტექნიკა აქვს, ვიდრე ხვიჩას. მისი ნიჭი საერთოდ სხვაგანაა" - წერს Relevant Sports-ი, რომელსაც ზემოხსენებულ ქსელში 473 000-ზე მეტი გამომწერი ჰყავს.

alt"ვკანკალებდი, ვოცნებობდი ხვიჩასთან შეხვედრაზე, რადგან ის ჩემი კერპია" - საქართველოს 16-წლამდელთა ფეხბურთელი გიორგი ჩუბინიძე გლაზგოში ქართველ ფეხბურთელებს შეხვდა

altDaily Record: აი,

თქვენ "კვარადონაც" და თვალცრემლიანი სანიოლი

altფეხბურთი იყო თუ წყალბურთი? - საათნახევრიანი პაუზა და საქართველოს ნაკრების მარცხი გლაზგოში [VIDEO]

altსაქართველოს ნაკრებმა კვიპროსს მძიმე მატჩში სძლია [VIDEO]

alt"შოტლანდიაში გასამარჯვებლად მივდივართ. რთული სეზონი მქონდა, გოლი შოტლანდიაში გავა" - Geo Team-ის ბლოგი კვიპროსიდან [VIDEO]

altკვარაცხელია საუკეთესო იყო და აი, რატომ - ანალიტიკური პორტალების შეფასებები

მკითხველის კომენტარები / 45 /
აი რა საჭიროა ეხლა ეს გაზვიადება! მთელი მსოფლიო ალაპარაკდა არა იხვის ტოლმა!!
ზედმეტმა ქებამ და ყურადღებამ რაც მოიტანა ბოლო სამი თვის განმავლობაში ძალიან კარგად გამოჩნდა!!!
ბესო
22 ივნისი 2023 14:08
11
ვაიმეეე რა სულელური სტატიაა , ღმერთო გადმოგვხედე ... ბიჭოოო ბავშვს წნეხი აქვს ვერ თამაშობს ბოლო 2 თვეა აცადეთ რაა გონს მოსვლაა , თქვენს გამო აქვს წნეხიიი ... ვერ ხედავთ როგორ გაურბის ხალხსაც ცოტა ხანი უნდა რომ მოწყდეს ბიჭს და თქვენ კიდე სისულელეს უდებთ ... პენალტი გააცილა შოტლანდიაში და თქვენ ამ სულელური ვიდეოთი გადაატანინებთ თუ რას ემსახურება... რატო ვერ ხვდება ეს საიტი როდის უნდა ჰქონდეს "სტოპი" ... ჩაკვეტაძე ხო შეჭამეთ ეხლა ხვიჩას მიადექით აცადეეეთ დაასვენეთ ზაფხულია დასვენება მინდაო ხვიჩამ თქვაა და ახალგაზრდულშიც მაგ მიზეზით არ არის და თქვენ სულელურად არ ასვენებთ ... დააააცათ კაცო დააააცათ დაააასვენეთ !!! ხვიჩა მიყვარხარ ჩემო კარგო კაცო
bejo
22 ივნისი 2023 15:36
4
რავიცი მთელი მსოფლიო ამ მომენტებს აზიარებს და ხვიჩას თამაშებით ტკბება, ამ ქართველებს რა დაემართათ ვერ ვხვდები.
ზოგი ნიშნისმოგებით იმას უწერს პატრიარქს რომ შეხვდი იმის ბრალიაო, ზოგის ბრიყვული აზრებიც წავიკითხე, აი მარტში რომ დაწერე საქართველოს მომავალი ევროპაშიაო მაგის გამო ვეღარ იტან გოლებსო.
ერთი მხრივ კარგია ეს სოციალური ქსელი, ყველა ნაგავი ამოიტანა ზედაპირზე და კიდევ ერთხელ შეგვახსენა, შეიძლება წერა-კითხვა რაღაც დონეზე ისწავლე, მაგრამ მაინც გამოქვაბულში დარჩი.
დღეს მთელი საქართველო პოლიტიკურად ორად არის გაყოფილი და ეგ ბიჭი ისე მაღლა დგას ყველაფერზე, არცერთს არ შეესაბამება. ორივე მხარის კრიტიკა და ლანძღვა აქვს თავს დატეხილი თავისი გამორჩეულობის გამო და იქნებ შეგნებულმა ადამიანებმა როგორმე მაინც დავიცვათ ეგ გამორჩეული ადამიანი ამ ტალახისგან, ამ ბნელებისგან.
როგორც ორუელი ასრულებს თავის ნაწარმოებს, გადადიოდა მზერა ადამიანიდან ღორზე, ღორიდან ადამიანზე და მათი გარჩევა შეუძლებელი იყოო...
ისე ჭირს ამ ქვეყანას. მე პირადად ვეღარ ვარჩევ ვინ ადამიანია და ვინ არა...
ვფიქრობ რომ ორივე ძალა, რომელიც ამ ქვეყანაში ბოგინობს, ამინდს ქმნის და ადამიანების ამ დონეზე დაცემაში, ერთმანეთზე გადაკიდებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის, არის უკიდურესად სამარცხვინო!
კულუარებიდან როგორც გავიგე თვითონ მშვენივრად არიან ერთად წვეულებებზეც ერთობიან და სამოგზაუროთაც დადიან, საწყალი ადამიანები კი მათ გამო სახეს აძრობენ ერთმანეთს. ჩვეულებრივი მოქალაქეები ჰგონიათ ცხვრები და ასეცაა რადგან ყველა მყვირალა სათაური, რაც ვინმეზე დაიწერება ბრბოს შესევას და ლანძღვა-გინებას იწვევს.
ეს უნდა შევცვალოთ თვითონ ხალხმა.
იმედია პოლიტიკურ განცხადებად არ ჩამეთვლება ეს კომენტარი.
Skeleton
22 ივნისი 2023 13:39
3
100% სიმართლეს წერთ.
გიორგი
22 ივნისი 2023 14:09
1
მართლაც რომ 'სხვაგანაა'--ბურთი მიწებებული აქვს ფეხზე.
გიორგი
22 ივნისი 2023 15:13
4
შარშან ამ დროს ზუსტად ასეთი ალიაქოთი იყო ატეხილი, ბათუმის დინამოს რომ ვერ დაეხმარა კონფერენს ლიგაზე. ნაპოლიში გადადიოდა და ამათ უნდოდათ ბათუმშიც ეთამაშა და მერე ნაპოლის სეზონიც დაეწყო. ზოგი ისე იბოღმებიდა, ვნახავთ რასაც მიაღწევს იქოო, ბათუმს რომ არ ეხმარებაო, ფულზე გაცვალა გუნდიო და ათას რაიმეს წერდნენ.
ზუსტად იგივე ხდება ახალგაზრდულ ნაკრებზე.
უყურეთ ესპანეთის 21 წლამდელებს ან სხვა ქვეყნების? თამაშობენ პედრი და გავი იქ? ან რომელიმე ვარსკვლავი?
ეგ ტურნირი არის უცნობი ტალანტების აღმოჩენის შეიგნეთ ბოლოსდაბოლოს და თუ ვერ იგნებთ, არაა აუცილებელი საკუთარი უვიცობა ყველგან გამოამჟღავნოთ.
წარმოდგენაც კი არ გაქვთ როგორი სეზონი ელოდება წინ. ემვიპი რომ გახდები და სკუდეტოს მოიგებ მომავალ სეზონში გაცილებით მეტი წნეხი და გამადიდებელი შუშით დაკვირვება რომ იქნება არიცით? მოქანცული უნდა შეხვდეს მაინცდამაინც სეზონს?
დარწმუნებული ვარ სეზონი კარგად რომ ვერ დაიწყოს პირველი თქვენ გადაუვლით აქ ჩაყრილი ჩასაფრებული ბრბო.
!!
23 ივნისი 2023 08:34
1
არ არის საჭირო!ესენი თავისას მაინც არ მოიშლიან,შენ კი,ნერვებზე მოგშლიან!ბიჭების დაცვა,რა თქმა უნდა საჭიროა,მაგრამ ასე ბრძოლაში ჩაბმაც არ არის საჭირო,რადგან ჩათვლიან,ჩვენც რაღაცას წარმოვადგენთო.ძაღლი ჰყეფს,ქარავანი მიდისო!თვითონ ხვიჩა გააჩუმებს, ავყიებს.ვინც არგუმენტებით აკრიტიკებს,მათთან არგუმენტებით კამათს რა თქმა უნდა აზრი აქვს,მაგრამ მხოლოდ მაგინებელზე პასუხის გაცემას,აზრიც არ აქვს.ერთხელ იყვირებს,მეორედ,ათჯერ,ასჯერ და როცა პასუხის ღირსად არავივ გახდის,გაჩერდება,აბა რას იზამს.ყბედი ვინ დაღალა და მუნჯმაო!
სოსო
23 ივნისი 2023 15:56
0
ხალხნო ნუ იშლით ნერვებს იმ ადამიანებზე ვინც ჩასაფრებულის პოზიციიდან ლანძღავს კვარას. ყველა გამორჩეულ ფეხბურთელს ყავს ჰეიტერები. აბა ობამეიანგის ჰეიტერებზე გსმენიათ რამე? (თუმცა ნამდვილად კარგი ფეხბურთელია). ამას ძალიან ღრმა ფსიქოლოგიური ფესვები აქვს და აქ ამის ახსნის ადგილი არაა. მეორე კატეგორია არიან არა ჰეიტერები, არამედ უბრალოდ ფეხბუთი რომ ა ესმით ის ხალხი." ვერ გაიტანა ესეიგი ცუდად ითამაშა " ტიპები. კვარა ახლა ახალ ეტაპზე გადადის, ანუ იმ ეტაპზე, როდესაც მას უკვე განსაკუთრებულად მეურვეობენ. ამას კი ჭირდება მისი მხრიდან ისეთი უნარების დახვეწა, როგორიიცაა დროული გახსნა, უბურთოდ სწორი გადაადგილება, გადაწყვეტილების მომენტალურად მიღება - ამაზე ბევრი სამუშაო აქვს. კვარა დიდი ტალანტია მაგრამ სამუშაო ჯერ ბევრი აქვს. გააკეთებს კიდევაც, ამაში დარწმუნებული ვარ. ხოდა კიდევ, ნუ დაახრჩვეთ ადამიანი, აცალეთ მშვიდად განვითარება და ფეხბურთის თამაში ჰეიტერებმაც და კერპთაყვანიმცემლებმაც!
არტ
23 ივნისი 2023 04:18
0
სასწავლი თუ რაიმე აქვს როგორმე თვითონ მიხედავს მაგ საქმეს და ჰყავს მაგისთვის ტრენერი და სხვა პროფესიონალები. დივანზე წამოწოლილები ასწავლიან თამაშს კომენტარებში თუ როგორაა??
უვიცი და ჩასაფრებული ჰეითერებისგან დაცვა კერპთაყვანისმცემლობა არაა. ვერ გავიგე რას ეძახით კერპთაყვანისმცემლობას. ყველა ფეხბურთელს, ვისაც უსამართლოდ ლანძღავენ ჰყავს აგრეთვე გულშემატკივარი, რომელიც საკადრის პასუხს სცემს არგუმენტირებულად იმ ჩასაფრებულ მოღლიცინეებს.
ესაა კერპთაყვანისმცემლობა???
მაშინ გადაუარეთ ყველამ და ვინც ხმას ამოიღებს უსამართლობაზე ყველას კერპთაყვანისმცემელი ეძახეთ. უფრო მშვიდად იქნებით. ჰეითერები ყველას ჰყავს კი, მაგრამ თავისი ქვეყნის მოთამაშეს ისე არავის აგინებს როგორც საქართველოში და ისე არავის სძულს.
!!
23 ივნისი 2023 08:40
1
ვის ვთვლი კერპთაყვანისმცემლებად? იმ ადამიანებს, ვინც თვლის რომ კვარას არაფერი აქვს სასწავლი და დასახვეწი. იმათ ვინც საკმარისია კვარას რაღაცის გაუმჯობესება ურჩიო, როგორც გულშემატკივარმა, მზად არის ჩხუბი აგიტეხოს-კვარამ თვითონ იცის და როგორ ბედავ რჩევის მიცემასო! სად ამოიკითხე ძმურად, დამეწეროს კვარა თვითონ ვერ მიხედავს თავის სუსტ მხარეებსო ? დავწერე უკვე და ვიმეორებ, დარწმუნებული ვარ რომ მიხედავს. შრომა არ ეზარება და არც თავში აქვს ავარდნილი. კიდევ ერთხელ- კვარამ არ უნდა მიაქციოს ყურადღება არც ჰეიტერებს და არც კერპთაყვანისმცემლებს!
არტ
23 ივნისი 2023 22:17
0
ხვიჩას აქამდე სულ ვაქებდი. ახლა კი ფაქტებით დადასტურდა და სამწუხაროდ აღმოჩნდა, რომ ხვიჩას ტექნიკური არსენალი მართლაც სხვაგანაა!!! და გამოუყენებელია ქართული საფეხბურთო ნაკრებებისათვის!
არ დამიწყოთ ახლა იტალიური და მეგრული. რაც დავწერე = ასეა ეს!!!
ვაჟა მასწ.
22 ივნისი 2023 12:55
7
და ვინ გთხოვათ რომ გექოთ?!არ ჭირდება ხვიჩას თქვენნაირი ვაი გულშემატკივარი!!! ხვიჩა არ ადგება თურმე საქართველოს ნაკრებს,იმის მაგივრად რომ გვერდში დავუდგეთ ბიჭს რომელმაც ნახევარ მსოფლიოს გააცნო ჩვენი ქვეყანა,გამოდექით აქ და ლანძღავთ!!! აბა ის პენალტი გაეტანა ხო დაუწერდით ლექსს!!! თქვენნაირი ვაი მასწავლებლები რომ გვყავს მაგიტომაცაა ქვეყანა აწყობილი!!!
ვაჟა მასწ.-ს
22 ივნისი 2023 18:29
2
კარგით რა ბოლო 25 თამაშია ვეღარ თამაშობს არც გოლ;ი არც პასი გაანებეთ თავი რას გადაეკიდეთ
rembo
22 ივნისი 2023 16:21
12
კარგით,გეყოფათ ახალგაზრდაა ნამეტანი ქება არ შეიძლება,ბევრი მართლა ვარსკვლავი ჩამქრალა,მიეცით საშუალება იყოს ის რაც არის,თქვენი სიტყვების შემდეგ უფრო ცდილობს და უარესი გამოსდის,თქვენ კი არა მწვრთნელმა უნდა შეაქოს თუ ღირსია,
ბეგლარა
22 ივნისი 2023 14:06
5
ხო აი კომენტარები წაიკითხა და მაგიტო გააფუჭა პენალი. ვაი ეს ჭორიკანა ხალხი რა ფანტაზიებში ცხოვრობს.
.
22 ივნისი 2023 15:51
3
გეყოთ ეს სულელური გაფეტიშება! ამ "ზე ფეტიშმა" დაბლოკა ხვიჩა. რაც დამართეთ ჩაკვეტაძეს პირველივე დღიდან, რო არ "ამოასუნთქინეთ" იგივე ნიშნებს ვხედავ უკვე ხვიჩას მიმართაც. დაეშვით მიწაზე, ნუ სტრესავთ "გადამეტებული ყურადღებით" ხვიჩას, ეს ქომაგობა და კი არ არის, არამედ ფეხბურთელის წნეხის ქვეშ მოქცევაა. გადამეტებული არაფერი ვარგა. ყველას გვიყვარს და ვამაყობთ ხვიჩათი, მაგრამ ესეთი ავადმყოფური ფანობით, ვაზარალებთ ამ მართლაც და უნიჭიერეს ფეხბურთელს.
ქომაგებს!
22 ივნისი 2023 12:36
5
ყველაზე ადეკვატური კომენტარი!
qomagebs si
22 ივნისი 2023 20:21
0
1000000000000000000000000%-ით მართალი ხარ! გაიხარე!
ქომაგებს-ს
22 ივნისი 2023 16:14
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული