tuttofrosinone იტყობინება, რომ 20 წლის შემტევი გიორგი კვერნაძე მალე ბათუმის "დინამოდან" "ფროზინონეში" გადავა.
გამოცემის ცნობით, იტალიურმა კლუბმა დიდი სამუშაო გასწია, ბათუმის "დინამოსთან" მოლაპარაკება არ შეუწყვეტია და ტრანსფერი განხორციელებასთან ახლოსაა:
"კვერნაძე იმავე გუნდის წევრია, რომელშიც "ნაპოლიში" გადასვლამდე ხვიჩა კვარაცხელია თამაშობდა. მათ შორის კიდევ ერთი საერთო ისაა, რომ ორივე მარცხენაფლანგელია. კვერნაძე სწრაფია, არაპროგნოზირებადობის მეშვეობით და ბურთის ფლობით მეტოქესთან ერთი ერთზე მოქმედების საჭირო უნარები გააჩნია, ორივე ფეხით კარში ძლიერად დარტყმა შეუძლია და გუნდის 4-3-3 ტაქტიკურ სქემას მიესადაგება. სწორედ მისმა ამ ტექნიკურმა მახასიათებლებმა მიიქცია
ყურადღება, რაც სკაუტებმა ადრევე შეამჩნიეს, ტრანსფერის განხორციელებასთან დაკავშირებით ოპტიმისტური განწყობაა და კვერნაძე ჩოჩარიაში (ლაციოს რეგიონი) ჩამოსასვლელად მზადაა".
კვერნაძის "ფროზინონეში" შესაძლო გადაბარგების ამბავს სხვა იტალიური მედიასაშუალებებიც ადასტურებენ.
(კიდე მელოტი მწვრთნელი,ან ვინც ჰყავთ ის გადაპარსონ)