"კვარაცხელიას ფრენბურთელის ხელფასი ექნება" - იტალიელი ჟურნალისტი გაკვირვებულია

AutoSharing Option
იტალიელმა ჟურნალისტმა ტანკრედი პალმერიმ, რომელიც გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას თამაშით ყოველთვის აღფრთოვანებას გამოხატავს, ქართველთან „ნაპოლის“ მიერ ხელშეკრულების შესაძლო გაგრძელებაზე მოკლე პოსტი გამოაქვეყნა.

„მე წავიკითხე, რომ დე ლაურენტისს კვარაცხელიას შესანარჩუნებლად საჩემპიონო შეთავაზება აქვს - 3 მილიონი წელიწადში. იმისათვის, რათა გასაგები იყოს, ეს ორიგის, მატიჩის და ლოსანოს ხელფასებზე 25%-ით ნაკლებია. თუმცა, არ დაუზუსტებიათ, როგორი გასამრჯელო ექნება ჩემპიონს, სავარაუდოდ, როგორც ფრენბურთელის“, - წერს პალმერი თავის „ტვიტერზე“.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნეაპოლური კლუბი კვარაცხელიას კონტრაქტს 1 სეზონით გაუხანგრძლივებს და ანაზღაურებას 1.25 მილიონი ევროდან 3 მილიონამდე (ბონუსების
ჩათვლით) გაუზრდის.

მკითხველის კომენტარები / 10 /
წყალში დახრჩობისგან გადაარჩინეს ადამიანი მანაც გადამრჩენელს მადლიერების ნიშნად ხურდა ფული აჩუქა,ამის შემხედვარე ხალხმა გინება დაუწყო ამ დროს გამოიარა ერთმა ბრძენმა და იკითხა რა ხდებაო და აუხსნეს სიტუაცია მანაც ხალხს მიმართა რას ერჩით ამ კაცს მან უკეთ იცის თავისი ფასიო, ასეა აქაც რა კვარაცხელიამ არ იცის რა ხელფასი ეკუთვნის? მიეხმარეთ არ დაჩაგრონ.
10
სტატიას 5 მინუსი აქვს და არცერთი პლიუსი.
ეს ხალხი იმდენსაც კი ვერ იგებს, რომ ეგ სტატიის შეფასებაა და არა სტატიაში მოყვანილი ამბავის.
გიორგი
09:00 25-06-2023
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული